ბიოფერმის ხელმძღვანელი: ხელისუფლების მოცემული დაპირებები ცრუ აღმოჩნდა

ბიოფერმის ხელმძღვანელი: ხელისუფლების მოცემული დაპირებები ცრუ აღმოჩნდა

person access_time2016-03-11 10:08:58

ინტერვიუ „თეიმურაზ კობახიძის საოჯახო ბიო-ფერმის" ხელმძღვანელ თინათინ ლომსაძესთან


- სად მდებარეობს „ბიო-ფერმა" და რამდენი ხანია ფუნქციონირებს?

 

- თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ აბრამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 წელია ფერმა მაქვს. გვაქვს თხის რძის და ყველის წარმოება. გვყავს 60 სული თხა და აუცილებლად ვფიქრობთ გაფართოებას. ჩვენ ვყიდით როგორც მონაგებს (ანუ ხორცად), ისე რძის რეალიზაციასაც ვახდენთ. ვთანამშრომლობთ თბილისის რამდენიმე მაღაზიასთან და რესტორანთან. დღეს საქართველოში თხის რძეზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ღვინოზე რძის ყველის ასორტი, სადაც თხის ყველიც შედის, ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით უცხოელებში. გასაღების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით, გვინდა პროდუქციის ასორტიმენტიც გავზარდოთ.


- როგორც თქვით, რეალიზაციის პრობლემა არ გაქვთ, არის რამე, რაც გაფართოებაში ხელს გიშლით?


- ჩვენ ვსარგებლობთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, 2 წლის წინ 42 000 დოლარის სესხი ავიღეთ. სამწუხაროდ ამის შემდეგ ლარმა მკვეთრი დევალვაცია განიცადა, რის გამოც სესხი გაგვიძვირდა. ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს.



-ეროვნული ბანკის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გასულ წელს კომერციულ ბანკებს მოუწოდა, სავალუტო მსესხებლებისთვის გაუფასურებული ლარის ტვირთი შეემსუბუქებინათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროც მუშაობდა ამ თემაზე. მაშინ აცხადებდნენ, რომ ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულ ფერმერებისთვის, შესაძლოა სესხი ლარში გადაეყვანათ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია 2015 წლის მარტში აცხადებდა, რომ ბანკებთან ერთად კონკრეტული რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავება მიმდინარეობდა. დანელიას თქმით შესაძლოა სესხის რესტრუქტრიზაცია ლარში მომხდარიყო ან შეღავათიანი სესხები მთლიანად ლარში გაცემულიყო. გამოდის, მთავრობის ეს მოწოდება თქვენზე ვერ გავრცელდა და ვერ აისახა?


- ბანკები ვერანაირ რესტრუქტურიზაციას ვერ აკეთებენ. ჩემს გარდა სხვებიც დგანან ამ პრობლემის წინაზე. ბანკში მივედით, თუმცა, უარი მივიღეთ. ერთი კონკრეტული ბანკი ამას ხომ ვერ იზამს? ეს ერთიანი საბანკო პოლიტიკა უნდა იყოს. აგროსესხს შეღავათიანი კი ჰქვია, მაგრამ როგორ გამოდის შეღავათიანი? გირავნობაში უზარმაზარი ქონება გვაქვს ჩადებული. აღებული სესხის დაახლოებით ხუთმაგი ოდენობა. უზრუნველყოფაში ჩადებული მაქვს ფერმა, სოფლის სახლი და თბილისის სახლი. როდესაც ამ პრობლემით ბანკს მივაკითხე, 2 000 დოლარის ოდენობის ჩვეულებრივი სესხი მომცა დამატებით. სხვა ტიპის დახმარება ვერ მივიღე.


ამას დაემატა გასული წლის ივნისში მომხადრი სტიქია. მოვარდნილმა წყალმა წაიღო გუდარეხის ხიდი, რომელიც ჩვენ ფერმასთან დაკამაკავშირებელი ხიდია. ჩემმა მეუღლემ როდესაც მდინარის ადიდება შეამჩნია, სტიქიამდე ადგილობრივი გამგეობა წინასწარ გააფრთხილა, თუმცა, მათგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდი,გაგვეთიშა ელექტროენერგია, რამაც დიდი ზარალი მოგვცა. გაგვიფუჭდა ყველი ისე, რომ გადავყარეთ. მაშინ, ჩვენი პრობლემებით არც ადგლობრივი გამგეობა დაინტერესებულა და არც არავინ. პრობლემები ჩვენვე მოვაგვარეთ.


-  ფერმა დაზღვეული არ გქონდათ, ან ახლა არ გაქვთ ?


- სამწუხაროდ, მაშინ დაზღვეული არ მქონდა. ახლა ვთვლი, რომ ეს ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. ახლა ვფიქრობ, რომ დავაზღვიო.


- ანუ, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო ხართ?


- ხელშეწყობა კი არა, ხელშეშლა ხდება. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება იმ განცხადებებს, რომლითაც ჩვენი მთავრობის წევრები გამოდიან. ჩვენთან მიმართებაში სრულიად სხვანაირად ხდება. ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, ჩემი მეუღლე აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილეა, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელია. როდესაც იყო ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მოხდებოდა, გადავწყვიტეთ სოფლად წასვლა და იქ ბიზნესის კეთება. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება მსხვილ ბიზნესს უფრო ეხმარება, ანუ იმათ, ვისაც უკვე ბევრი ფული აქვს, ვიდრე მცირეს. მე კონკრეტულ პიროვნებასთან არ მაქვს პრობლემა, თუმცა, მე როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს აუცილებლად მაქვს ჩემს სახელმწიფოსთან პრეტენზიები. მე სახელმწიფომ იმედი მომცა, რომელიც გამიცრუვდა.

 




გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“
access_time2019-11-18 11:30:14
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული...

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ
access_time2019-11-18 11:00:50
საქართველოში უკვე იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბანკთან, მიკროსაფინანსო ან ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, არსებობს იმის რისკიც, რომ ამ ურთიერთობებს პრობლემები მოყვეს. ამ რისკის დადგომის ალბათობას, კიდევ უფრო რეალურს ხდის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე სოციალური ფონი. საკრედიტო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხშირად ირღვევა, მიზეზი კი, ძირითადად, ერთია – მომხმარებლის...


მსგავსი სიახლეები

up