მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში ჩვენ მივეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გადწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“-განაცახადა გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, მთავრობა წლის ბოლომდე 150 მლნ ლარს მიმართავს იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილების 1800 ოჯახისთვის 3-ჯერ მეტი მშენებლობა. დევნილების ეს ნაწილი საცხოვრებელ ფართებს 3 წლით ადრე მიიღებენ.
ნინო თამაზაშვილი