ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

access_time2019-05-28 10:27:23

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ დიღომში, დისევის ქ. #2-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.


შემოწმებისას დადგინდა, რომ გაზქურის ღუმელის ონკანი გახსნილი იყო და ბინაში გაზი გროვდებოდა. დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს.


კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.


კომპანია მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც დროულად შეგვატყობინა პრობლემა. ასევე. მადლობა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც დროულად აღმოაჩინეს საფრთხე და გადაარჩინეს კორპუსის მოსახლეობა.



„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გახსოვდეთ, რომ დაუდევრობითა და უყურადღებობით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ნუ დატოვებ ღიად გაზის ონკანს!



(NS)





კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“
access_time2020-04-05 14:00:43
„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...


მსგავსი სიახლეები

up