ბინები სავარაუდოდ, 5-10%-ით გაძვირდება - ენერგოეფექტურობის კანონის შესაძლო შედეგი

ბინები სავარაუდოდ, 5-10%-ით გაძვირდება - ენერგოეფექტურობის კანონის შესაძლო შედეგი

access_time2020-06-11 14:03:27

ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, პარლამენტმა ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტური შენობების შესახებ კანონპროექტები უკვე დაამტკიცა.აღნიშნულის მიხედვით, 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ, არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა, თუ პროექტი არ აკმაყოფილებს ენერგოეფეტური ნაგებობის მოთხოვნებს.


ამასთან, ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს. საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გავლენას იქონიებს მიღებული კანონი სამშენებლო სექტორზე. როგორც დეველოპერების ნაწილი აცხადებს, გაზრდილი ხარჯი, თავისთავად ნიშნავს პროდუქტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბინების გაძვირებას. მათი თქმით, ზრდა დაახლოებით 5-10% იქნება.



„რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური: „თბოეფექტურობა რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს. თუმცა, რაც უფრო სპეციფიკური და ძვირი მასალები იქნება საჭირო, მით უფრო მეტად გაძვირდება საბოლოო პროდუქტიც. შესაბამისად, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შესაფასებელია, რა გვლენა მოხდინა პანდემიამ ეკონომიკაზე, უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი როგორ არის შემცირებული, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციები. ამ მოცემულობაში დამატებითი რეგულაციები და ბარიერები პროდუქტის შექმნას კიდევ უფრო გაართულებს და გააძვირებს. მით უფრო, რომ მომხმარებლების რაოდენობა ისედაც ძალიან შემცირებულია. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ეკონომიკასთან და გამოწვევებთან შესაბამისობაში უნდა განვიხილოთ და აქედან უნდა შევაფასოთ მისი სიკეთე და უაყოფითი მხარე. თორემ, ცალკე აღებული, კონტექსტის გარეშე, თბოეფექტური სახლი რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, იმ კონკრეტულ ეკონომიკურ გარემოში და ვითრებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ვფიქრობ, რომ დამატებითი სავალდებულო ჩანაწერები, რომელიც კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს მშენებლობას, არასწორია“.


ფასების 5-10%-ით გაზრდას ვარაუდობს სამშნეებლო კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი. თუმცა, როგორც არჩილ ჯაყელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას აღნიშნავს, 2021 წლამდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ კომპანიები ახალ სტანდარტებს მოერგონ.


„სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი უკვე თვითონვე ცდილობს, რომ ენერგოეფეტურ მასალებზე გადავიდნენ. თუ გვინდა, რომ ხარისხი მივიღოთ, სიახლეებს უნდა შევეგუოთ. ამასთან, საკმაოდ დიდი დროა 2021 წლამდე საიმისოდ, რომ სექტორი ეტაპობრივად გადაეწყოს. რა თქმა უნდა, ეს მცირედით გაძვირებას გამოწივევს, თუმცა, ყველაფერი ვითარდება და მშენებლობაც იხვეწება. თუ საუბარია იმაზე, რომ ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, გვინდა თუ არა, უნდა გადავიდეთ ენერგოეფექტურ მასალებზე. იმიტომ, რომ მომავლის ტექნოლოგიებია და აუცილებელია. ჩემი კომპანიის შემთხვევაში, სადაც ისედაც გარკვეულწილად უკვე ვიყენებდით ენეროეფეტურ მასალებს, დაახლოებთ 5%-ით გაძვირდება. ხოლო, იმ კომპანიებში, სადაც საერთოდ არ იყენებდნენ მსგავს მასალებს, შესაძლოა, 10%-ითაც კი გაძვირდეს“,-ამბობს არჩილ ჯაყელი.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up