Binance-მა, მსოფლიოს წამყვანმა ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერმა, დღეს გამოაცხადა საქართველოში ბლოკჩეინის ჰაბის გახსნის შესახებ. ჰაბის მთავარი ამოცანა იქნება ტალანტების მოზიდვა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სფეროში, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების განვითარება ბლოკჩეინისა და WEB3-ის მიმართულებით და, ასევე, საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის შემდგომი განვითარება.
Binance-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ქვეყანაში 25-ზე მეტი Binance-ის წარმომადგენელი მუშაობს და ჰაბის ფარგლებში 2023 წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ ათობით სამუშაო ადგილის შექმნა. გარდა რეკრუტირების სფეროში განვითარებისა, Binance-ს აქვს არაერთი ინიციატივა. რომელიც მიზნად ისახავს განათლების გაძლიერებას, კრიპტოვალუტების სფეროში უფრო დიდ მონაწილეობას და მიმღებლობას.
„2023 წელს Binance-მა გამოაცხადა პარტნიორობა CityPay კრიპტოვალუტის გადახდის პროვაიდერთან, თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და საქველმოქმედო ინიციატივის წამოწყების შესახებ ქალებზე ორიენტირებული განათლების მხარდასაჭერად Web3-ში და BNB Chain ჰაკათონში. კერძოდ, GITA-სთან პარტნიორობა ხელს შეუწყობს Binance-ის მასშტაბურ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებს ბლოკჩეინის სფეროში და საქართველოში Web3 ინდუსტრიის განვითარებაში,“- ნათქვამია განცხადებაში.