Binance-ს საქართველოში შემოსვლა, შესაძლოა, რეგულაციებისთვის თავის არიდების ინსტრუმენტადაც იქნას გამოყენებული - „კრიპტომატის“ დირექტორი

Binance-ს საქართველოში შემოსვლა, შესაძლოა, რეგულაციებისთვის თავის არიდების ინსტრუმენტადაც იქნას გამოყენებული - „კრიპტომატის“ დირექტორი

access_time2022-12-02 11:00:59

საქართველოში ვიზიტისას, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ Binance-ი საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს აუცილებლად გახსნის და ქვეყანაში გუნდის წევრების რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.


„საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება და ჩვენი წარმომადგენლობაც გაიზრდება. ამჟამად ქვეყანაში ორი თანამშრომელი გვყავს, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდება. მაგალითად გეტყვით, რომ გასულ წელს დუბაიში მხოლიდ ორი თანამშრომელი გვყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა 600-ს აღწევს. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც ასეთი მკვეთრი ზრდა გვექნება.ზოგადად, საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ის ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ნეიტრალურია და ბიზნესისთვის ხელსაყრელია, “ - აღნიშნა Binance-ის ხელმძღვანელმა.


„კრიპტომატი“-ს დირექტორმა იოსებ ბოლქვაძემ „კომერსანტთან“ Binance-ის საქართველოში შემოსვლის დადებითი ფაქტორების გარდა, უარყოფითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ექსპატი არის ჩამოსული, რომლებიც ფინანსური რეგულაციების გამო საბანკო პროდუქტებით ვერ სარგებლობენ და შესაძლოა Binance-სთვის ეს ნიშაც მიმზიდველი იყოს, რაც რისკის შემცველია.



„საკმაოდ პოზიტიური სიახლეა. ამ სფეროში Binance საკმაოდ მსხვილი ბირჟაა სავაჭრო მოცულობების მიხედვით და ის არის ერთ-ერთი გამორჩეული იმ კუთხით რომ ბირჟის გარდა მთლიანად ეკოსისტემას ავითარებს. ბევრი სტარტაპია, რომელსაც Binance-ის შვილობილი ვენჩორული ფონდი აფინანსებს და ხელს უწყობს რომ განვითარდეს ეს ბლოქჩეინ ეკოსისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია Binance-ის ხელმძღვანელის ვიზიტიც და მისი განცხადებებიც. თუ ამას მართლაც მოყვება რეაგირება, საქართველოში რეგიონული ოფისი გაიხსნება და ამ მიმართულებით ფულიც ჩაიდება, ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის და ლოკალური ეკოსისტემისთვისაც.


მართალია ჩვენ საკმაოდ პატარა ბაზარი ვართ, იგივე მეზობელ ქვყნებთან შედარებით, მაგრამ ლიბერალური პოლიტიკისა და რეგულაციების გამო გარკვეულწილად მიმზიდველია მსგავსი ორგანიზაციებისთვის. ჩემი აზრით, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და ომმა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა საქართველო ფინანსური თვალსაზრისითაც, რადგან ძალიან ბევრი ექსპატი არის ჩამოსული, რომლებიც ფინანსური რეგულაციების გამო საბანკო პროდუქტებით ვერ სარგებლობენ და შესაძლოა Binance-სთვის ეს ნიშაც მიმზიდველი იყოს, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ რისკებსაც ატარებს. შესაბამისად, შესაძლოა Binance რეგულაციებისთვის თავის არიდების ინსტრუმენტადაც იქნას გამოყენებული, თუ ობიექტურად შევხედავთ დადებითთან ერთად ეს ნეგატიური ფაქტორის შეგვიძლია განვიხილოთ“,  აღნიშნა იოსებ ბოლქვაძემ.


მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება 17,4 მილიარდ დოლარს შეადგენს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up