Binance-ი საქართველოში ადგილობრივ გუნდს გაზრდის და ინვესტიციებს სხვა ბლოკჩეინებშიც განახორციელებს

Binance-ი საქართველოში ადგილობრივ გუნდს გაზრდის და ინვესტიციებს სხვა ბლოკჩეინებშიც განახორციელებს

access_time2022-12-01 12:00:25

უმსხვილესი საერთაშორისო ბირჟის - Binance CZ-ის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჩანპენ ჩჟაომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანაში Binanc-ის გუნდს უკვე 2 წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ აპირებს, რომ ადგილობრივი გუნდი გაზარდოს, კრიპტოს განვითარებაში მეტი საგანმანათლებლო ძალისხმევა ჩადოს და სხვა ბლოკჩეინებშიც განახორციელოს ინვესტიციებს.

 

„ჩვენ უკვე გვყავს ადგილობრივ გუნდში 2 წარმომადგენელი. ერთი წლის წინ დუბაიში წავედით. მაშინ იქ 2 ადამიანი გვყავდა, ახლა - 600 გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდება. ვფიქრობ, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის და აქ ძალიან კარგი გარემოა კრიპტოს გასავითარებლად“, -  განაცხადა ჩანპენ ჩჟაომ.

 

Binance-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ტექნოლოგიების გამოყენების არ ეშინია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადგილობრივი გუნდის გაზრდას გეგმავს

 

„საქართველოს ტრანზაქციების 90% ციფრულად ხორციელდება, აქ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების არ ეშინია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ადგილობრივ გუნდს გავზრდით, მეტ საგანმანათლებლო ძალისხმევას ჩავდებთ ამ საქმეში და სხვა ბლოკჩეინებშიც განვახორციელებთ ინვესტიციებს,“ - განაცხადა ჟაომ.

 


შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟა FTX-ი ოფიციალურად გაკოტრდა. ამ საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ Binance-მა შეასრულა, რადგან ბირჟის კოლაფსი მას შემდეგ მოხდა, რაც Binance-ის დამფუძნებელმა ჩანპენ ჩჟაომ საჯაროდ განაცხადა რომ ის FTX-ის FTT-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

FTX-ის კოლაფსთან დაკავშირებით ჟაომ განაცხადა, რომ მთავარი დამნაშავე მაინც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბენკმენ-ფრიდია, რომელმაც მარეგულირებლები, ინვესტორები და უამრავი ადამიანი მოატყუა.

 

„როგორ დასჯიან სემს, რას გადაწყვეტს სასამართლო, მე არ ვიცი. რაც შეეხება ჩვენს როლს ამ საქმეში - გვითხრეს, რომ FTX-ის მონეტებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მონეტები გაგვეყიდა და ეს მთელ მსოფლიოს გავუმხილეთ. შესაძლოა, FTX ბირჟის კოლაფსში რაღაც მონაწილეობა მივიღეთ, მაგრამ ამ პროცესის გამომწვევი არ ვყოფილვართ, ბოლო რგოლი ვიყავით,“ -  განაცხადა ჟაომ.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 


თეგები:
Binance



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up