„არეა ექსპო 2020“- უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. დეველოპერული კომპანიები ბინის მაძიებლებთან შესახვედრად ემზადებიან და სპეციალურ შეთავაზებს ამუშავებენ. წარმოგიდგენთ ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს დეველოპერულ კომპანია „ბინადარს“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია წარმატებით დასრულებულ რამდენიმე პროექტს ითვლის: „ბინადარი ნუცუბიძეზე (2016), „ბინადარი ცაგარელზე“ (2017წ) , „ბინადარი დადიანზე“ (2018წ), „ბინადარი ვაკეში“ რომელიც 2019 წლის დეკემბერში ჩაბარდა მობინადრეებს. დღეისათვის ბინადარს 800-მდე ლოიალური და კმაყოფილი მობინადრე ჰყავს. სამომავლოდ ამ რიცხვის მნიშვნელოვნად ზრდას ელოდებიან.
კომპანიის კომერციული დირექტორი თეო გოგობერიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: "ბინადარის" პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა. ჩვენი კომპანია ყოველთვის დროსთან და ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან ერთად ცვლის და ანაცვლებს არსებულ მასალას უკეთესით. პრემიუმ კლასი ესთეტიურ მხარესაც ითვალისწინებს და ჩვენი პროექტები ხარისხთან ერთად დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა.“
მიმდინარე პერიოდისთვის, ბინადარს ორი მშენებარე პროექტი აქვს „ბინადარი ლისზე“ და „ბინადარი დადიანზე 2“, სამომავლოდ პროექტებს განახორციელებს ისანსა და საბურთალოზე „ბინადარის უბანი ისანში“ და „ბინადარი საირმეზე“. „ბინადარის უბანი ისანში“ ფართომასშტაბიან პროექტს წარმოადგენს.
არეა ექსპო 2020-ზე ბინადარი ეკო პროექტს „ბინადარი ლისზე“ წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს ა და ბ ბლოკებს. პროექტში წარმოდგენილია დასრულებელი საცხოვრებელი ბლოკი, ასევე მშენებლობის პროცესში მყოფი. „ბინადარი ლისზე“ გამოირჩევა მდებარეობით - ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, ასევე მშენებლობის უმაღლესი ხარისხით, ეკონომიური ფასითა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის გაჩერებასთან სიახლოვით, რაც შესაძლებელს ხდის გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერ წერტილში. გამოფენის ფარგლებში „ბინადარი ლისზე“ პროექტით დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზებს დიდ ფასდაკლებას და მათზე მორგებულ გადახდის პირობებს.
არეა ექსპო 2020 - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, 4-5 აპრილს გაიმართება. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად, ვიზიტორებს შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ საიტზე www.areaexpo.ge , დააფიქსირონ საკუთარი მოთხოვნები, რათა წინასწარ მიიღონ მონაწილე კომპანიის შეთავაზებები.
(R)