Bild:მოსკოვმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა

Bild:მოსკოვმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა

access_time2021-11-04 19:00:46

ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ ბოლო დღეებში ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა. კერძოდ, მიწოდება პოლონეთში მდებარე გაზსადენით გერმანიაში საერთოდ შეწყდა, ხოლო უკრაინული მარშრუტით ავსტრიაში და სამხრეთ გერმანიაში განახევრდა.

 

ფორმალურად ყველაფერი რიგზეა, „გაზპრომი“ თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, მაგრამ გერმანელი მომხმარებლებისთვის ვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება - საშუალოდ, ფასები გაზზე 17,3%-ით გაიზარდა.

 

დაზარალებულებს შორის არა მხოლოდ გერმანიაა - ზუსტად 6 საათზე გაზის მიწოდება შეწყდა სერბეთში, რამაც ქალაქ ნოვი სადში (300 000 მაცხოვრებელი) გაზის ელექტროსადგურის მუშაობაში მნიშვნელოვნად შეაფერხა.

 

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში რამდენიმე ელექტროსადგურო უგაზობის გამო ასევე გაჩერდა.

 

მიწოდების  შეწყვეტის საბაბი გახდა ამოუცნობი აფეთქება ბულგარეთში, გაზსადენ „ბალკანური ნაკადი“-ს ერთ-ერთ ძველ მონაკვეთზე.

 

რუსეთმა ასევე გააძლიერა ჰიბრიდული შეტევა უკრაინაზე და ბელარუსს მეზობლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აუკრძალა - ცხადია, მოსკოვი უკრაინას ენერგიას თავადაც არ აწვდის.

 

აშკარაა, რომ საქმე ფართომასშტაბიან შეტევასთან გვაქვს.


 

გარდა ამისა, „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ექსპორტი უკრაინული მარშრუტით ერთ დღეში შეთანხმებულ რაოდენობასთან შედარებით 52%-ით შეამცირა. შედეგად, მილსადენში წნევა ეცემა და სისტემა მწყობრიდან გამოდის.

 

 უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ანდრეი ერმაკის თქმით, სატრანზიტო მილსადენი დაბალი წნევის გამო კოლაფსის ზღვარზეა.

 

„სატრანზიტო სიმძლავრეები მხოლოდ 19%-ით გამოიყენება. თუ ტრანზიტის შემცირება გაგრძელდა, ევროპა უკრაინულ მარშრუტს სამუდამოდ დაკარგავს“ - აფრთხილებს ევროპელებს ერმაკი.

 

წნევის შენარჩუნების მიზნით, უკრაინა მილსადენს საკუთარი გაზით ტვირთავს, თუმცა, ის რუსულისგან განსხვავდება, და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ მოსკოვი უკრაინას ევროპაში „გაყალბებული“ გაზის მიწოდებაში დაადანაშაულებს.

 

სწორედ ამიტომ, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის დირექტორის სერგეი მაკოგონის თქმით, ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

 

„არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთის გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, და უკრაინული ტრანზიტული მარშრუტის განადგურებას ცდილობა. გერმანიამ და აშშ-მ, 21 ივლისის ერთობლივი განცხადების თანახმად, კრემლის აგრესიული ქმედებები უნდა აღკვეთონ“ - განაცხადა მან.

 

მაგრამ ბერლინში ამას სხვანაირად უყურებენ, და აცხადებენ, რომ მოსკოვი თავის ვალდებულებებს ასრულებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აშშ-ს ადმინისტრაციასთან ერთობლივი განცხადების შესრულების საკითხზე ქმედებების კოორდინაციის რეჟიმში იმყოფება.

 

ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვს ევროპაში ენერგოკრიზისის კიდევ უფრო გამწვავების შესაძლებლობა გააჩნია.

 

„ჩვენ ვიცით, რომ „გაზპრომს“ დამატებითი გაზი აქვს და ექსპორტის რეკორდული ვარდნა მხოლოდ ფარული გეგმით შეიძლება აიხსნას, 13 ოქტომბერს ენერგეტიკულ სამიტზე ვლადიმერ პუტინმა გასაგებად მიანიშნა, რომ ევროპაში გაზით ვაჭრობის სისტემის დანგრევას, და მის გადაკეთებას თავის სასარგებლოდ აპირებს. პირველი მიზანია - აიძულოს გერმანია „გაზპრომისთვის“ მისაღებ პირობებზე „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს სერტიფიცირების დაჩქარება, მეორე - უკრაინის გატეხა, მესამე - ევროპისგან სერბეთის მოწყვეტა“ - მიიჩნევს ექსპერტი რუსეთის საკითხებში ანდრეს ოსლუნ.

 

მისი თქმით, კრემლი, რომელიც ტრადიციულად იმპერიალისტური ძალაა, ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. „ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის მასობრივი შეტევა ევროპაზე და დასავლეთზე“ - მიიჩნევს ოსლუნდი.


წყარო : bild.de 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up