Bild: პუტინმა ევრო-2020 იყიდა

Bild: პუტინმა ევრო-2020 იყიდა

access_time2021-06-15 19:00:23

იმის შემდეგ, რაც რუსეთმა უეფას მხრიდან უკრაინის ნაკრებისთვის მაისურების პატრიოტულ დიზაინზე აკრძალვას მიაღწია, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი კრიტიკულად განწყობილ გერმანელ ჟურნალისტს რობერტ კემპეს სანქტ-პეტერბურგში ევრო-2020-ს მატჩებზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მისცა, და შესაბამისად, ქვეყანაში არ შეუშვა.

 

ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Bild წერს.

 

რატომ მოქმედებს პუტინის რუსეთი ასე თავხედურად და თვითდაჯერებულად? შესაძლოა პასუხი უეფას და რუსულ საგაზო გიგანტს „გაზპრომს“ შორის დადებულ კონტრაქტში იმალება - შეთანხმებას 3 კვირის წინ მოაწერეს ხელი.

 

19 მაისს ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ და „გაზრპომმა“ განაცხადეს, რომ სასპონსორო კონტრაქტზე შეთანხმდნენ. უეფა კონტრაქტის ფასსა და მის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, ინსაიდერების ინფორმაციით, უეფა მინიმუმ 50 მლნ ევროს მიიღებს - ყოველ შემთხვევაში ამდენი დაუჯდა ჩინურ Hisense-ს  2016 წელს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის სასპონსორო მხარდაჭერა.

 


ნიშანდობლივია, რომ სანქტ-პეტერბურგში, „გაზპრომ არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის 7 შეხვედრა ჩატარდება - ეს მეტია ვიდრე ევრო-2020-ის სხვა 10 სტადიონზე დაგეგმილი მატჩები, ლონდონის „უემბლი“-ს გარდა.

 

უეფას მაღალჩინოსანმა ამ ფაქტს და „გაზპრომთან“ შეთანხმებას შორის რაიმე კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.

 

უკრაინელი აქტივისტის ანა გოპკოს თქმით, ეს შემთხვევით არ ხდება - უეფას და „გაზპრომს“ შორის გარიგება ავტორიტარული რეჟიმების მიერ სტრატეგიული კორუფციის მეშვეობით საერთაშორისო ორგანიზაციების მოსყიდვის და დისკრედიტაციის კარგი მაგალითია.

 

რუსეთის საფეხბურთო კავშირის თავჯდომარეა სახელმწიფო კონცერნის „გაზპრომ-ნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ალეკსანდრ დიუკოვი. აპრილში ის უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

 

უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი მიიჩნევს, რომ ეს დამთხვევა არაა.

 

„ის, რომ უეფამ ჩვენი ნაკრების ფორმებთან დაკავშირებით რუსეთის პრეტენზიები დააკმაყოფილა,  თანაც „გაზპრომთან“ სასპონსორო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ვლადიმერ პუტინი ევროპის გასახლეჩად ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისევ „გაზპრომს“ იყენებს", - მიიჩნევს ელჩი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up