Bild: გერმანიაში ამერიკულ სანქციებს გვერდს აუვლიან

Bild: გერმანიაში ამერიკულ სანქციებს გვერდს აუვლიან

access_time2020-12-02 19:00:56

იმისთვის, რომ გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა ამერიკული სანქციების მიუხედავად გაგრძელდეს, გერმანიაში „ბუნების დაცვის რეგიონული ფონდი“ შეიქმნება. ის კი, თავის მხრივ, კომერციულ კომპანიას დააფუძნებს, რომელიც მილსადენის, როგორც გარემოს დაცვის ობიექტის, მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს.


ამ ხრიკის ავტორია ფედერალური მხარის მეკლენბურგ-პომერანიას ადგილობრივი მთავრობა. სწორედ რეგიონის პრემიერ-მინისტრს მანუელა შვეზიგს ეკუთვნის ასეთი გზით სანქციების გვერდის ავლის იდეა.


„კლიმატის დაცვის ფონდი“ ჩათვლის „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს „მეკლენბურგ-პომერანიის რეგიონში გარემოს დაცვის მნიშვნელოვად ელემენტად“ და პუტინის მილსადენის მშენებლობის დასრულების ამოცანა სწორედ ფონდს დაეკისრება.


ექსპერტების აზრით, გაზსადენს პროექტის ბოლომდე მიყვანისთვის შექმნილ ფონდს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, ის ჯერჯერობით არაა ამერიკული სანქციების ქვეშ, შესაბამისად, უცხოურ კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლობა მასთან და არა „გაზპრომთან“.


„ამერიკული სანქციების შიშით გერმანული და არამხოლოდ გერმანული, კომპანიები მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ. ამ სქემის ეშმაკობა კი იმაშია, რომ ფორმალურად ამ ფონდს „გაზპრომთან“ არავითარი შეხება არ ექნება და კომპანიები მომსახურეობას სწორედ მას გაუწევენ, ის კი, თავის მხრივ, გაზსადენს. ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა, რეალურად ყველა ეს კომპანია ფაქტიურად „გაზპრომთან“ ითანამშრომლებს, თუმცა, სწორედ ამ ფორმალობის წყალობით, მათზე ამერიკული სანქციები არ გავრცელდება“ - ამბობს წყარო რეგიონის მთავრობიდან.



რა თქმა უნდა, ეს ფონდიც არაა დაზღვეული სანქციებისგან და შესაძლოა, ამ ხრიკმაც ვერ იმუშაოს, თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. სწორედ დროა საჭირო იმისთვის, რომ ამერიკელებმა ეს საფრთხე დაინახონ, გააანალიზონ, შეიკრიბონ კონგრესში, იმსჯელონ და საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება. თანაც ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებს შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ხდება, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ისედაც რთულია. სწორედ ეს დრო შეიძლება იყოს გადამწყვეტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სთვის, რომლის დასრულებამდე მხოლოდ პროექტის 1%-ა დარჩენილი.


აშშ-მ სანქციები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ 2019 წელს მიიღო, რის შემდეგაც თითქმის დასრულებული მშენებლობა იმის გამო შეწყდა, რომ პროექტიდან შვეიცარიული კომპანია Allseas გავიდა.


ეს კომპანიაა მსოფლიო ლიდერია დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟში და აი უკვე თითქმის 1 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ალტერნატივა ვერ მოიძია, ამ დარგის სხვა კომპანიებს ამერიკული სანქციების ეშინიათ, ხოლო თავად რუსებს ასეთი რთული ამოცანებს შესასრულებლად ტექნოლოგიები არ ჰყოფნით.


თუმცა, რუსეთის მთავრობის განცხადებით, გამოსავალი მაინც მოიძებნა და სამონტაჟო სამუშაოებს რუსული ხომალდი „აკადემიკ ჩერსკი“ შეასრულებს, ამისთვის გაზპრომს დამატებითი ნებართვების მიღება დასჭირდა, რადგანაც სავარაუდოდ, მშენებლობა სხვა, შვეიცარიელებთან შედარებით უფრო მოძველებული და ეკოლოგიურად საშიში ტექნოლოგიებს გამოყენებით გაგრძელდება.


ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა უკვე ამა წლის დეკემბერში განახლდება. რაც შეეხება გერმანიის რეგიონული ხელისუფლების ინიციატივას, ფედერალურ მთავრობაში ამასთან დაკავშირებით არავითარ კომენტარებს არ აკეთებენ.


bild.de

თენგიზ აბლოთია




თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up