Bild: ევროკავშირზე მიგრანტების შეტევის უკან პუტინი და ერდოღანი დგანან

Bild: ევროკავშირზე მიგრანტების შეტევის უკან პუტინი და ერდოღანი დგანან

access_time2021-11-12 19:00:43

ბოლო 6 კვირის მანძილზე ბელარუსიდან გერმანიაში 6000-ზე მეტი ლტოლვილი შევიდა. ისინი ბელარუსში 2 გავლენიანი ადამიანის სანქციით ჩაჰყავთ.

 


ის, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს აზიელი არალეგალები ბელარუსში ჩაჰყავს და შემდეგ მათ ევროკავშირში აგზავნის და ამაში პირდაპირ მონაწილეობენ იქაური ძალოვნები, უკვე კარგად ცნობილია.

 


ნაკლებად ცნობილია, რომ ამ საქმეში მას ვლადიმერ პუტინი ეხმარება და კიდევ ნაკლებად ის, რომ ევროკავშირზე ამ შეტევაში თურქეთის ლიდერი რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც მონაწილეობს.

 


ორივე პრეზიდენტი ლუკაშენკოს ლოგისტიკურად ეხმარება - ამ ინფორმაციას ფლობენ გერმანიის სპეცსამსახურები. კერძოდ, მიგრანტების აზიის ქვეყნებიდან ბელარუსში გადაყვანაში მნიშვნელოვან როლს ავიაკომპანიები Аэрофлот (51% სახელმწიფოს ეკუთვნის) და Turkish Airlines (49%-ით სახელმწიფო) ასრულებენ.

 


ეს ფაქტი ასევე გერმანიის ფედერალური პოლიციის უფროსმა ჰაიკო ტეგაცმა დაადასტურა.

 



ეს ევროკავშირს სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს - ერთია სანქციების შემოღება ბელარუსულ ავიაკომპანია ბელავიასმიმართ და სულ სხვაა - მძლავრი და გავლენიანი რუსული და თურქული ავიაგადამზიდავების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

 


რამდენიმე დღის წინ მინსკის აეროპორტში ზამთრის ფრენების განრიგი გამოქვეყნდა, რომელიც მარტის ბოლომდე იმოქმედებს. ჩამონათვალშია კვირაში 57 რეისი ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისეთი ეგზოტიკური მიმართულებები, როგორც ერბილი (ჩრდილოეთ ერაყი) და სამოქალაქო ომში გახვეული სირიის დედაქალაქი დამასკო.

 


შედარებისთვის - 2019 წელს ამ რეგიონში კვირაში მხოლოდ 17 რეისი სრულდებოდა.

 


ლტოლვილები ასევე დიდი რაოდენობით ჩამოდიან თურქეთიდან, სადაც მილიონობით არასასურველი აზიელი მიგრანტი დაგროვდა და ქვეყნის ხელისუფლება მათ თავიდან მოშორებას ცდილობს.

 


ახალი რეისების უმრავლესობას ერთი და იგივე უცნაურობა ახასიათებთ - ისინი საერთოდ არაა გათვალისწინებული ჩვეულებრივი მგზავრებისთვის - ხვალ რომ მათზე ბილეთების ყიდვა მოისურვოთ - ამას ვერ გააკეთებთ, რადგან მათზე ინფორმაცია აეროპორტის დაჯავშნის სისტემაში არ იძებნება.

 


მაგალითად, მინსკიდან თურქულ კურორტ ანტალიაში რეისები ყოველდღე სრულდება, მაგრამ ბილეთები არ იყიდება.

 


რეისს დამასკოში ემსახურება ავიაკომპანია Cham Wing, რომელსაც სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის ბიძაშვილი ფლობს. ყოველდღიური ფრენების მიუხედავად, ბილეთების ყიდვა ან დაჯავშნა შეუძლებელია.

 


იგივე სხვა მიმართულებებსაც ეხება, რაც აშკარად იმის მაჩვენებელია, რომ ეს არაა ჩვეულებრივი, კომერციული ფრენები. სწორედ ამ თვითმფრინავებით ჩამოჰყავთ ლტოლვილები ბელარუსში და ორი ძლიერი სახელმწიფოს ჩართულობა ამ ძირგამომთხრელ საქმიანობაში საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.

 

bild.de





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up