„ბილაინსაც უნდა ბაზრიდან გასვლა, მაგრამ ვერ გადის“, - ამის შესახებ კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელმა პარლამენტში კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელს კახა ბექაურს მიმართა და განაცხადა, რომ მის გამო კომპანიები ბაზარს ტოვებენ.
„რაც თქვენ თავმჯდომარე გრძანდებით ორმა უდიდესმა კომპანიამ მიატოვა საქართველო და გავიდა ბაზრიდან. აღარ უნდა ხალხს საქართველოში ინვესტირება. ერთი კომპანია იყო თელიასონერა. მეორე არის ბილაინი, რომელიც თქვენ გამო გადის ბაზრიდან, მაგრამ ვერ გადის, მყიდველი ვერ ნახა.
ახლა კიდევ ვირტუალური ოპერატორის შემოყვანა გსურთ“, - თქვა ჯოხთაბერიძემ და კახა ბექაურს „ნატურალური უზურპატორი“ უწოდა.
gbc.ge