ბილაინსა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბილაინსა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2021-06-03 11:55:55

თბილისი, 2 ივნისი, 2021 - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრ, ბილაინსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ბილაინის თანამშრომლები BTU-ს სტუდენტებს გაუზიარებენ სამუშაო გამოცდილებას, ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით.

ბილაინი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის პანელ დისკუსიებში, ასევე კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე სემინარებისა და ტრენინგების ფორმატში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება მობილური თამაშები იქნება.  ამ სფეროში ბილაინმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ბილაინის მობილური თამაშების პორტალი უკვე 10 თამაშს აერთიანებს. ერთ-ერთი კი სწორედ BTU-ს სტუდენტების მიერ, გასულ წელს ჩატარებული Beeline Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა.  სტუდენტების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით, სწორედ ამიტომ პარტნიორების აზრით თანამშრომლობა პროდუქტიული და მრავალფეროვანი იქნება.


 „ბილაინში ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორი ჩართულობა განათლების სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია. გვჯერა, რომ ახალგაზრდების სამომავლო წარმატებას თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხშირად ვართ მხარდამჭერები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების, ფორუმების თუ ჰაკათონების, განსაკუთრებით ციფრული, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ BTU-სთან თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ სტუდენტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში,“ აღნიშნავს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინი რეხვიაშვილი.



ციფრული პროდუქტების განვითარება ბილაინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ახორციელებს  ტელეკომსერვისების სრულ გაციფრულებას. ამავე სტრატეგიის ნაწილია ქართული სტარტაპების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა და პარტნიორობა.

„კერძო სექტორთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბაზარზე აქტუალური საკითხების შესაბამისი ცოდნის და განათლების მიცემის გარეშე, დასაქმების პერსპექტივა სტუდენტებს უბრალოდ არ ექნებათ. მაშინ როდესაც ჩვენ ვარჩევთ კორპორატიულ პარტნიორებს, ვისთანაც სტრატეგიულ თანამშრომლობას ვიწყებთ, შევისწავლით ძალიან დეტალურად მათ გამოცდილებას, მათ პოზიციონირებას იმ ინდუსტრიაში, სადაც მუშაობენ, და ბილაინი სწორედ ისეთი ორგანიზაცია არის, რომლის ექსპერტიზის გაზიარება ჩვენი სტუდენტებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც მოხარული ვართ რომ ეს თანამშრომლობა დავიწყეთ,“ ამბობს BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე.

 

(R)



თეგები:
ბილაინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up