ბილაინმა  თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების  მქონე განახლებული ვებგვერდი წარადგინა

ბილაინმა თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე განახლებული ვებგვერდი წარადგინა

access_time2020-02-19 11:42:07

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა თამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიენებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.


ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი და გაიაქტიუროს სასურველი პაკეტი. ბილაინის არსებულ აბონენტებს ასევე შეუძლიათ სწრაფად და მარტივად განახორცილონ ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა, ავტომატური გადახდის გააქტიურება, კრედიტის აღება თუ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტების შეძენა როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით. ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტები შეამოწმებენ პირად მონაცემებსა და ბალანსს. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელსაც აბონენტები დიდი ინტერესით შეხვდენ ბილაინის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც მომხმარებელს მობილური ინტერნეტის მიღების შესაძლებლობას აძლევს. განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია უკვე პოპულარული თამაში და მომავალში ახალი ვერსიების განთავსება იგეგმება. ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ასევე პლანშეტების ეკრანებზე.


ბილაინის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აბონენტებმა, რომლებმაც შესაბამის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და უკუკავშირი მისცეს კომპანიას. კვლევაზე დაყრდნობით, ვებგვერდის განახლებისას მაქსიმალურად მოხდა მომხმარებლების ინტერესისა და საჭიროებების გათვალისწინება.


ბილაინი აგრძელებს ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებას და მომავალში აბონენტებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის იქნება, ქართულ აპლიკაციებს შორის ანდროიდის მომხმარებლების რჩეული MyBeeline აპლიკაციის განახლებული ვერსია.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up