ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

access_time2021-06-15 12:15:00

ბილაინი დანერგავს ნოკიას ბოლო თაობის ტექნოლოგიას, რაც გააძლიერებს აბონენტების მომსახურებასა და ქსელის წარმადობას.

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაცია ნოკიასთან, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად,  ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია ნიშნავს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მომსახურებას, ქსელის წარმადობასა და დაცულობას, ისევე როგორც მზაობას 5G ტექნოლოგიის განვითარებისთვის.

ხელშეკრულების ფარგლებში, ბილაინი ასევე დანერგავს ნოკიას ტექნოლოგიას HLR, რის შედეგადაც ნოკია გახდება კომპანიის ქსელის მხარდამჭერი. HLR ძირეული კომპონენტია, რადგანაც პასუხს აგებს აბონენტთა მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე.

აღნიშნული ქსელის მოდერნიზაცია თითქმის სრულად ავტომატიზირებული იქნება და განაპირობებს გაზრდილ საოპერაციო ეფექტურობას, რაც ბილაინს  შესაძლებლობას მისცემს დააკმაყოფილოს აბონენტთა მზარდი მოთხოვნა გაზრდილ გამტარიანობაზე, მომსახურების ხარისხსა და საიმედოობაზე, ისევე როგორც მხარდაჭრას გაუწევს ინოვაციური პროდუქტებისა და გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას. HLR-ის გარდა, ბილაინი შეიძენს ნოკიას ტექნოლოგიებს CMG და CMM, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მზადყოფნას 5G ტექნოლოგიის სწრაფი დანერგვისთვის, ქსელში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების გარეშე.


ძირითადი ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება მოსალოდნელია მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში.

„ეს არის საკვანძო მიღწევა ბილაინისთვის, რის შედეგადაც ჩვენს  აბონენტებს შევთავაზებთ სანდო, სტაბილურ ქსელს, მომხარებლის საუკეთესო გამოცდილებასა და მომსახურებას. ნოკიას ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ბილაინს საჭირო ადაპტაციის უნარით, მზაობითა და პოტენციალით, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნა უსადენო ინტერნეტზე, ციფრულ ეკოსიტემასა და გაუმჯობესებულ 4G  მომსახურებაზე, ასევე სამომავლოდ 5G ტექნოლოგიის შეთავაზებისთვის. ძალიან მოხარული ვართ რომ პარტნიორად შევარჩიეთ ნოკია, წამყვანი კომპანია ტექნოლოგიურ სფეროში,“ თქვა ლაშა ტაბიძემ, ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.

„საქართველოში ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია ნოკიასთან ერთად, მიუთითებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობაზე და გააუმჯობესებს ჩვენს შესაძლებლობებს, შევუქმნათ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება ბილაინის 4G ქსელში და დაგვეხმარება მოვემზადოთ 5G ტექნოლოგიის დანერგვისთვის მომავალში. ჩვენს მომხმარებლებს საქართველოში აქვთ სულ უფრო მზარდი მოთხოვნა სხვადასხვა სახის გამოცდილებაზე, რომელიც ეფუძნება კავშირგამბულობასა და ციფრულ მომსახურებას. ჩვენი ინფრასტრუქტურის ეს მნიშვნელოვანი განახლება შესაძლებლობას გვაძლევს მოვემსახუროთ უკეთ და უკეთესი შიდა ეფექტიანობით,“ აღნიშნა კაან თერზიოღლუმ, ვიონი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.

 

„ჩვენ ძალან მოხარული ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ ბილაინს მისი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე ამ მნიშვნელვიანი ნაბიჯის განხორციელებაში. ძირითადი ქსელის მოდერნიზება შესაძლებლობას მიცემს კომპანიას მომხმარებელს შეთავაზოს უფრო ხარისხიანი, ეფექტური და მყისიერი რეაქციის მქონე გამოცდილება და უნარს სწრაფად გადავიდეს 5G ტექნოლოგიაზე, როდესაც საქართველო დაიწყებს მის განვითარებას,“ თქვა მიკკო ლავანტიმ, ნოკიას ვიცე-პრეზიდენტმა და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ხელმძღვანელმა.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up