,,ბილაინის“ გენერალური დირექტორი: თუკი ,,ბილაინი” “კავკასუს ონლაინს” შეიძენს, ინტერნეტზე ტარიფები საგრძნობლად შემცირდება

,,ბილაინის“ გენერალური დირექტორი: თუკი ,,ბილაინი” “კავკასუს ონლაინს” შეიძენს, ინტერნეტზე ტარიფები საგრძნობლად შემცირდება

person access_time2016-02-29 15:13:01

ბოლო პერიოდში, ,,კავკასუს ონლაინაის“ ირგვლივ არაერთხელ დაიწერა და არაერთი რამ ითქვა. მისი შეძენას ჯერ ,,სილქნეტი“ გეგმავდა, შემდეგ ,,მაგთიკომი“, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა, მფლობელები კი მისი გაყიდვით აქტიურად იყვნენ დაინტერესებული. ,,კავკასუსის“ შეძენის სურვილი ახლა უკვე ,,ბილაინმა“ გამოთქვა და ამასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიაში სხდომაც გაიმართა. შემდეგი სხდომა 10 მარტს დაიგეგმა სადაც, შესაძლოა, გადაწყდეს ,,კავკასუს ონლაინის“ ბედი და შესაბამისად ქვეყანაშიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგებაც შედგება.

 

რატომ გადაწყვიტა ,,ბილაინმა“ ,,კავკასუს ონლაინის“ შეძენა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, შემცირდება თუ არა ინტერნეტზე ტარიფები, რა სქემით შემოდის ინტერნეტი საქართველოში და რა სიტუაციაა ამჟამად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს“, კომპანია ,,ბილაინის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ტყეშელაშვილი ესაუბრა.

 

– როგორც ცნობილია, “ბილაინი” გეგმავს ,,კავკასუს ონლაინის“ შეძენას, კონკრეტულად რა აქტივის შეძენაზეა საუბარი, რატომ გადაწყვიტეთ მისი ყიდვა და რა გეგმები გაქვთ ინტერნეტბაზარზე?

 

–  ჩვენ გადავწყვიტეთ შევიძინოთ ,,კავკასუს ონლაინის“ საცალო ბიზნესი, ანუ მომხმარებლებისათვის ინტერნეტის, ტელეფონის და IP ტელევიზიის მიწოდების სერვისი. ჩვენ სხვა დაინტერესება  ,,კავკასუს ონლაინთან“ მიმართებაში არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მარეგულირებელ კომისიაში შეტანილი გვაქვს განაცხადი ,,ბილაინის“ მიერ ,,კავკასუს ონლაინის“ ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია, რომ საუბარია საცალო ქსელის შეძენაზე. ამ განაცხადის მიხედვით, ,,კავკასუს ონლაინის“ აქტივები უნდა გაიყოს ორ ნაწილად. თუ არაფერმა შეუშალა ხელი ამ გარიგებას, ჩვენ ვგეგმავთ ვიყიდოთ საცალო ქსელი, ხოლო  მაგისტრალური კაბელი, დარჩება დღევანდელი მესაკუთრეების მფლობელობაში.

 

,,კავკასუს ონლაინი“ ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს ოთხ ქალაქში ესენია, თბილისი ზუგდიდი, ფოთი და რუსთავი და მას ყავს 155 ათასი მომხმარებელი. ჩვენ გვაინტერესებს ინტერნეტ ბიზნესში შესვლა იმიტომ, რომ ვხედავთ დღითიდღე როგორ იზრდება მოთხოვნა ინტერნეტზე. ,,ბილაინს“ საქართველოში დანერგილი აქვს, ჩემი აზრით, საუკეთესო მეოთხე თაობის ინტერნეტი და ვხედავთ როგორ იზრდება ინტერნეტ ტრაფიკი, ზოგადად მოთხოვნა მეოთხე თაობის ინტერნეტზე. შესაბამისად, იგივე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფიქსირებულ ინტერნეტზეც ძალიან მაღალი მოთხოვნაა. გვინდა შევიდეთ ამ ბაზარზე და მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო დივერსიფიცირებული შეთავაზებები.

 

,,ბილაინის“ მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებელი იქნება იმაში, რომ მათ შეეძლებათ ამ ოთხ ქალაქში IP ტელევიზიის სახლის ტელეფონის და ინტერნეტ მომსახურებების მიღება შეღავათიან ფასად. ხოლო ,,კავკასუს ონლაინის“ მომხმარებლებისთვის იქნება დამატებითი სტიმული, რომ მიიღონ მობილური კავშირგაბმულობისა და მობილური ინტერნეტის სერვისი. შესაბამისად, ორივე კომპანიის მომხმარებელი დამატებით სერვისებს მიიღებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად ვიდრე დღეს ყიდულობს.

 

,,ბილაინის“ პოლიტიკაა, რომ მომხმარებლისთვის ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რამდენადაც მობილურ კავშირგაბმულობაზე აქვს ,,ბილაინს“ დაბალი ფასები, იგივენაირად საინტერესო წინადადებები იქნება ,,კავკასუს ონლაინის“ აბონენტებისთვისაც. ვთვლი, რომ პირველ რიგში ქვეყანას წაადგება ეს გაერთიანება.

 

როდესაც დამთავრდება გარიგება, გარდა არსებული 4 ქალაქისა, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ 10 ქალაქი შევიდეს ,,კავკასუს ონლაინის“ ინტერნეტი. მაგაილითად, ქუთაისში, გორში, მარნეულში და ასე შემდეგ. გვსურს ქვეყანაში გავზარდოთ ინტერნეტში შეღწევადობის ხარისხი, ავამაღლოთ ინტერნეტის მოხმარების დონე და შევამციროთ არსებული ტარიფები.

 

– რატომ გადაწყვიტეთ შეგესყიდათ მხოლოდ საცალო ქსელი და არა შავ ზღვაში არსებული მაგისტრალური კაბელი, ან ხომ არ გეგმავთ მის შესყიდვასაც უახლოეს მომავალში?


– არ დავინტერესებულვართ შავ ზღვაში არსებული კაბელით იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ბიზნესი. ჩვენ არ ვიცით საბითუმოდ, დიდი მოცულობების, ინტერნეტის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესის სპეციფიკა. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ფიქსირებულ მომხმარებლებზე და არა იმაზე, რომ ვიყიდოთ უზარმაზარი მოცულობის ინტერნეტი და შემდეგ გავყიდოთ ის სხვა ქვეყანაში. ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო, შესაბამისად არ გამოგვითქვამს სურვილი და არც მომავალში ვაპირებთ  შავ ზღვაში არსებული კაბელის შეძენას.

 

– ხშირად ისმის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ თუკი ,,ბილაინი“ იყიდის, ,,კავკასუს ონლაინს“, მაშინ ინტერნეტი რუსული კომპანიის და რუსეთის ხელში გადავა, რაც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის, რა კომენტარს გააკეთებდით კრიტიკოსების საპასუხოდ?


– ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ არაპროფესიონალურ და არკვალიფიციურ პოზიციებს აფიქსირებენ ადამიანები და პრინციპში მე ვიცი რატომაც ხდება ეს.

 

მას შემდეგ რაც ,,ბილაინის“ და ,,კავკასუსის“ გარიგება შედგება ეს იქნება ძალიან ძლიერი კომპანია ბაზარზე და ამ გარიგებიდან მალევე გახდება ნომერ პირველი მოთამაშე ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენს კონკურენტებს ეს მაინცდამაინც ხელს არ აძლევს და მათში გარკვეულ შიშს იწვევს.

 


გამოქვეყნებულიც იყო  ჩვენი კონკურენტების მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და მე პირველ რიგში სწორედ ამას ვუკავშირებ ყველაფერს.

 

გარდა ამისა, არის ზოგიერთი სხვა ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინეტერესებიდან გამომდინარე აყვა კრიტიკულ გამონათქვამებს. ამ ყველაფერში ვხედავ კონკურენტების მხრიდან გარიგების ჩაშლის სურვილს, გარკვეული პირები კი ცდილობენ თავის წარმოჩენას.

 

რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ ,,ბილაინის“ მიერ ,,კავკასუსის“ შეძენის შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური მოგვისმენს. მაშინ ჩნდება კითხვა,

 

რატომ არ უსმენენ ჩვენს მილიონ სამასი ათას აბონენტს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური?!  დამიჯერეთ, დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და ვერავინ ვერავის ვერ მოუსმენს. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი სპეცსამსახურებში, კიბერ უსაფრთხოების სამსახურში კი პროფესიონალები არიან და დარწმუნებული ვარ სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.

ასევე,  ოცდამეერთე საუკუნეში იმდენი ტექნოლოგიაა, რომ ინტერნეტ კაბელით მოსმენა ცოტა აბსურდულად მიმაჩნია.

 

– რა სქემით შემოდის საქართველოში ინტერნეტი, ჩვენთვის ცნობილია, რომ ინტერნეტის ერთიერთი მომწოდებელი რუსეთიცაა?


– მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით არის საინფორმაციო სიმცირე და ინფორმაციული ვაკუუმი, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხზეც ვისაუბროთ. საქართველოში ინტერნეტი შემოდის ბევრი სხვადასხვა წერტილიდან. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ უზრუნველყოფილია ინტერნეტის მომარაგების თვალსაზრისით. რომელიმე წერტილზე რომ მოხდეს ავარია ან შეფერხება, მას მეორე ჩაანაცვლებს და ამით ინტერნეტის ბაზარი დიდად არ დაზარალდება მოკლევადიან პერსპექტივაში.

 

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, საქართველოში ინტერნეტი შემოდით საქართველო-თურქეთის საზღვრიდან, ვალეს გამშვები პუნქტიდან, ორი კაბელი შემოდის სარფიდან. ამავდროულად, შავ ზღვაში ამჟამად ჩადებულია ორი კაბელი, ერთი რომელიც მოდის ვარნადან, რომელიც ეკუთვნის კავკასუსს და მეორე ნოვოროსისკი-სოჭი-ფოთი, რუსეთიდან  შემომავალი კაბელი. რუსეთიდან შემოდის კიდევ ერი კაბელი ლარსის გავლით და იმით მარაგდება საქართვლეოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ანუ, როგორც ხედავთ, რუსეთიდან ინტერნეტი ისედაც შემოდის საქართველოში და ამაზე კრიტიკული საუბარი არც არასდროს ყოფილა.

 

ინტერნეტ შეერთებებია  აზერბაიჯანთან და სომხეთთან, უბრალოდ ამ ქვეყნებში ინტერნეტი ჩვენ გაგვაქვს, თუმცა რომ დაგვჭირდეს პირიქით შეგვიძლია შემოვიტანოთ ინტერნეტი ამ კაბელებით.

 

განვითარებულ ქვეყანას ყველა მეზობელთან უნდა ჰქონდეთ ინტერნეტ კაბელით კავშირი იმიტომ, რომ რაიმე ავარიის შემთხვევაში უნდა მოხდეს კომპენსირება, ხაზის და მარშრუტის ჩანაცვლება მეზობელი ქვეყნისგან.

გარდა ამისა, ინტერნეტი არის ისეთივე ვაჭრობის საგანი, როგორიც მაგალითად მანდარინის ექსპორტი, შესაბამისად აქ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.

 

– ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ,,ბილაინის“ გამოჩენამ საკმაოდ შეამცირა ბაზარზე არსებული ტარიფები. თქვენ კონკურენტებთან შედარებით მუდმივად დაბალი ტარიფები გქონდათ, რისი მეშვეობითაც მოახერხეთ აბონენტების მოზიდვა და ბაზარზე კონკურეციის გაზრდა. რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში თუ შეიძენთ ,,კავკასუს ონლაინს“, გეგმავთ თუ არა ტარიფების შემცირებას და როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ის ტარიფები რაც დღეს არსებობს ინტერნეტბაზარზე?

 

– ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა, რომ კავშირგაბმულობის მიმართულებები, ხმოვანი იქნება ეს თუ ინტერნეტი, იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მივაწოდოთ სერვისი და ასე ვნახოთ სარგებელი. იმისათვის, რომ მომხმარებელი მოვიზიდოთ აუცილებელია ფასი იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის.

ჩვენ ინტერნეტი მაქსიმალურად უნდა გავაიაფოთ, ვინაიდან იგი არის არა ფუფუნების საშუალება, არამედ კავშირგაბმულობის და ინფორმაციის გაცვლის რესურსი. ამიტომ, როგორც მობილური კავშირგაბმულობის შემთხვევაში, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაშიც, ჩვენი პოლიტიკა  იქნება ფასის შემცირება და ხელმისაწვდომობის ამაღლება.

 

მითუმეტეს,  ჩვენ ისეთი გამოცდილება გვაქვს ამ საკითხში, რომ არ მგონია გაგვიჭირდეს იგივეს გაკეთება ინტერნეტის შემთხვევაშიც.

 

როგორც ავღნიშნე, ჩვენ გავაკეთებთ საკმაოდ დიდ ინვესტიციას და შევალთ იმ რეგიონებში სადაც ინტერნეტი და IP ტელევიზია საერთოდ არ არის. პირველივე წელს შევალთ 10 ქალაქში და ათეულობით მილიონის ინვესტიციას განვახორციელებთ ქვეყანაში.  ისევე როგორც მოსახლეობის 50%-ზე მეტი არის დაფარული მეოთხე თაობის ინტერნეტით  საქართველოში და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება, ასე უნდა მოხდეს ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაშიც.

 

– თუ დავაკვირდებთ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, დავინახავთ, რომ ,,კავკასუსი“ საკმაოდ პრობლემური აქტივია. მის დასაბრუნებლად იბრძვის მამია სანადირაძე და ამასთან დაკავშირებით სარჩელიც აქვს სასამართლოში შეტანილი, ,,ბილაინამდე“ კომპანიის შეძენას  გეგმავდა ,,სილქნეტი“ და ,,მაგთი“ თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა, კომპანიას აქვს საკმაოდ ბევრი ვალები, რასაც მისი მფლობელებიც ადასტურებენ, თქვენ რა შეხედულება გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რამდენად გესახებათ პრობლემატურად ეს საკითხები?

 

–  ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს ,,კავკასუს ონლაინის“ ირგვლივ, საუბარია იმაზეც თუ რამდენად  პრობლემატური აქტივია იგი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვყიდულობთ თუ არა კომპანიას. მარეგულირებლის მხრიდან თანხმობაა საჭირო, შემდეგ აქციონერებმა უნდა მოაწერონ ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება თამამად თქმა, რომ კომპანიას ვყიდულობთ, თუმცა, ამის დიდი სურვილი გვაქვს და საამისოდ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ.

 

ამავდროულად, მე მინდა გითხრათ, რომ მოწვეული გვყავს ცნობილი, საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიები, რომლებიც სწავლობენ ,,კავკასუსის“ ქეისს და მათი დასკვნით ეს არ არის პრობლემური აქტივი. ჩვენც ვენდობით მათ და პირიქით, ვფიქრობთ, რომ ,,კავკასუსი“ არის საკმაოდ მიმზიდველი აქტივი და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ყიდვა.

 

– ,,ვიმპელკომს“ რამდენად აქვს მსგავსი გამოცდილება და პრაქტიკა საერთაშორისო მასშტაბით და როგორი დამოკიდებულებაა მსგავს საკითხთან მიმართებაში, როდესაც ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარში შესვლის შემდგომ გადაწყვიტა ინტერნეტბაზარზე არსებული კომპანიაც შეეძინა, მსგავსი პრეცედენტი საქართველოში პირველად ხომ არ ხდება? 

 

– დღეს ევროპის ბაზარზე ხდება კონსოლიდაცია სატელეკომუნიკაციო ბიზნესში, ანუ შერწყმები-გაერთიანებები. დავიწყოთ იმით, რომ ,,ვიმპელკომი“ მსოფლიოს 14 ქვეყანაში ფუნქციონირებს საკმაოდ წარმატებით. ამ შემთხვევაში, მოდით ორ ყველაზე თვალნათელ მაგალითს მოვიყვან. პირველი, იტალიაში ჩვენს ჯგუფს ეკუთვნის სატელეკომუნიკაციო კომპანია ,,ვინდი“, რომელიც ოთხ ოპერატორს შორის მესამე ადგილზეა სამომხმარებლო ბაზით. იგი ერთიანდება ადგილობრივ კომპანია ,,ჰაჩინსონთან“, რომელიც მეოთხე ადგილზე იყო. ანუ, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი კომპანიები ერთიანდებიან და ხდებიან ნომერი პირველი, უბრალოდ რჩება ,,ვინდის“ სახელი. ეს არის რამდენიმე მილიარდიანი გარიგება. ამ კომპანიას ასევე აქვს ფიქსირებული ინტერნეტის ბიზნესიც, შესაბამისად ამ მიმართულებით, ,,ვიმპელკომს“ აქვს ძალიან კარგი გამოცდილება იტალიაში და ამ გამოცდილებას აუცილებლად შემოვიტანთ საქართველოში. გარდა ამისა, ჩვენ შემოვიტანთ იმ თანამედროვე ID სტანდარტებს და სისტემებს რაც იტალიაში უკვე არსებობს. ევროპული  დონის სერვისებს დავნერგავთ რაც, ბუნებრივია, ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

რაც შეეხება მეორე მაგალითს, პაკისტანში ,,ვიმპელკომს“ ეკუთვნის კომპანია ,,მობილინქი“ და ,,მობილინქმა“ გადაწყვიტა ,,ვარით ტელეკომის“ შეძენა. ამ გარიგების შედეგად ისიც გახდება ნომერ პირველი კომპანია.  როგორც ხედავთ ,,ვიმპელკომს“ ეს გამოცდილება უკვე აქვს აზიაშიც დაევროპაშიც, შესაბამისა, მე ვფიქრობ, საუკეთესო გამოცდილებას გამოვიყენებთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ვფიქრობ რომ ეს იქნება საინტერესო პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში.

 

– თქვენი აზრით, რა პრობლემებისა  და გამოწვევების წინაშე დგანან დღესდღეობით ფიჭური კავშირგაბმულობის და ინტერნეტბაზარზე არსებული კომპანიები, რა საკითხში ჭირდებათ მათ ხელშეწყობა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

 

სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალიან დადებითი და ჯანსაღი ურთიერთობებია. საკანონმდებლო ბაზა არის მშვენიერი, ბიზნეს გარემო არის საკმაოდ კარგი, გვაქვს სწორი რეგულაციები და ამ თვალსაზრისით რაიმე  პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ყველაფერი არის კონსტრუქციულ ფარგლებში და სახელმწიფოც ყველანაირად  გვიწყობს ხელს, რომ ბიზნესი განვითარდეს.

 

რაც შეეხება სირთულეებს, მართალია საქართველოში არ არის პრობლემები, თუმცა სირთულეები არსებობს ზოგადად მსოფლიოში. უფასო სერვისების შეღწევადობა მუდმივად იზრდება და ეს უქმნის საკმაო პრობლემას მობილურ ოპერატორებს. ვაიბერი, ვოთსაფი, ფეისბუქი და ა.შ. ამ მიმარტულებით სხვადასხვა სახის პრობლემებს აჩენს. ვერ ხდება ამ ტრაფიკის სათანადოდ მონეტიზაცია და ადგილი აქვს შემოსავლის შემცირება, ვინაიდან ხმოვანმა მომსახურებამ გადაინაცვლა ინტერნეტ სივრცეში. ეს პრობლემები არსებობს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვიცოდით ეს დრო დადგებოდა და შესაბამისად,  ჩვენი მომავალი ნაბიჯები არის ბიზნეს მოდელის ისე ტრანსფორმირება, რომ მოვერგოთ ახალ რეალობას და ჩვენ თვითონ გავხდეთ ციფრული პროვაიდერი.

 

 




„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up