კომპანია „ბილაინი საქართველო“ დღეს მედიაში გასულ ინფორმაციას „კომერსანტთან“ ეხმაურება. კომპანიის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბილაინი საქართველო უარყოფს ნებისმიერ მინიშნებას, თითქოს კომპანიაში ადგილი ქონდა რაიმე უკანონობას გასულ წლებში. ჩვენი კომპანია ყველა თანამშრომელს უყენებდა და უყენებს ეთიკის უმაღლესი სტანდარტის დაკმაყოფილების მოთხოვნებს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებას სამომავლოდ გადაამოწმოს ფაქტები, სანამ გამოაქვეყნებს არასწორ ინფორმაციას.”-აცხადებენ „ბილაინი საქართველოში“.
აღშანიშნავია, რომ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ინფორმაციით, საინტერესოდ ვითარდება მეზობელი სომხეთის სატელეკომუნიკაციო ბაზრის გადანაწილების მორიგი რაუნდი და მასში წარსულში თავისი საქმიანობით საქართველოსთან დაკავშირებული პირებიც მონაწილეობენ.