ბილ ლინგრენი - საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა საოცარია, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი

ბილ ლინგრენი - საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა საოცარია, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი

access_time2019-08-29 10:50:26

საქართველოში განხორციელებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა არის გასაოცარი, ის ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი, – ამის შესახებ ​ენტომოლოგთა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა, ბილ ლინგრენმა საერთაშირისო კონფერენციის „აზიური ფაროსანა – გლობალური გამოწვევა“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.


საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილებით შექმნა უნიკალური სისტემა და უმოკლეს ვადებში მიიღო ხელშესახები შედეგი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.


„ამ სამეცნიერო მისიის ფარგლებში საქართველოში შეიკრიბნენ მსოფლიოს საუკეთესო ენტომოლოგები, რომლებიც აზიური ფაროსანას საკითხზე მუშაობენ. ჩვენი მიზანია საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავიზიაროთ ის პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო​სა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობით შემუშავდა. ამ ორგანიზაციებმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად, მოახერხეს ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. ეს პროგრამა არის გასაოცარი, ერთ-ერთი საუკეთესო და ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი. სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართულია ყველა რგოლი – სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფერმერები, მეფუტკრეები. მე ვნახე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი 2017-2018 წლებში, როდესაც თხილის მოსავალი თითქმის არ იყო, ხოლო წელს, მოხარული ვარ, რომ საქართველოს უნიკალური თხილის ხარისხი კვლავ უბრუნდება პირვანდელს, მოსავლის რაოდენობაც გაზრდილია, შესაბამისად, გაზრდილია თხილის ფასიც. ეს კი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფერმერებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ბილ ლინგრენმა.



საერთაშორისო კონფერენცია წელს მეორედ ტარდება. სპეციალისტები 24 აგვისტოს ესტუმრნენ საქართველოს და 30 აგვისტომდე დარჩებიან. უცხოელი სპეციალისტები მავნებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს დასავლეთ საქართველოში, ადგილზე პირადად ფერმერებისგან გაეცნენ.


1ტვ





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up