ბილ ლინგრენი:  „საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება  სხვა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება

ბილ ლინგრენი: „საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება სხვა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება

access_time2020-01-20 12:00:04

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო შეხვედრა, რომელსაც აშშ-იდან მოწვეული წამყვანი ენტომოლოგები და ქართველი მეცნიერები ესწრებოდნენ.


კონფერენციაზე დისკუსიის ფორმატში განიხილეს მცენარეთა მავნებლების, მათ შორის „დროსოფილა სუზუკის (Drosophila suzuki) ბიოლოგია, ბრძოლის მეთოდები და პრევენციული ღონისძიებები. აღნიშნული მავნებელი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და დიდ საფრთხეს უქმნის კენკროვან, ხეხილოვან, ვაზისა და სხვა კულტურებს. მავნებლის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს, რაც მუდმივ დაკვირვებას, კონტროლის მექანიზმებს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.


„დღეს არსებული კლიმატური და გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო სექტორი პერიოდულად ახალი გამოწვევების წინაშე დგება. სხვადასხვა ქვეყანაში მცენარეთა ახალი მავნებლების გავრცელება აღინიშნება. ამის ნათელი მაგალითია აზიური ფაროსანა. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა და პრევენცია. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ შემთხვევაში, მავნებელ „დროსოფილა სუზუკთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ მსოფლიოს იმ წამყვანი მეცნიერებისაგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და, მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები ქართული რეალობის გათვალისწინებით დავგეგმოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მავნებლის ინვაზია, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.


Trece Inc-ის პრეზიდენტის ბილ ლინგრენის შეფასებით, საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება და ჩამოყალიბებული სისტემური მიდგომა სხვა მავნებლებთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.



„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება, ფანტასტიკური, სასწაულებრივიც კი გამოდგა. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შესამცირებლად სააგენტომ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია, ეს არის წარმატების ისტორია, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან ბრძოლის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი. რაც შეეხება ამ კონფერენციის მთავარ საკითხს, როდესაც ქვეყანაში ახალი მავნებელი შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი მეცნიერების დახმარება, რომლებიც გაგვარკვევენ მავნებლის ბიოლოგიაში და შემდეგ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას. ამჟამად თქვენს საზღვრებში ახალმა ინვაზიურმა მავნებელმა „დროსოფილა სუზუკმა შემოაღწია, თუმცა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ დროულად აღმოაჩინეთ და მისი გაკონტროლების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაქვთ. ამგვარი კონფერენციები დაგეხმარებათ გაიზიაროთ უცხოელი კოლეგების ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ წლების განმავლობაში დააგროვეს. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ თავიდანვე ნულამდე შეამცირონ „დროსოფილა სუზუკის გავრცელების საფრთხე, - განაცხადა ბილ ლინგრენმა.


USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორის ლუის ფაოროს განცხადებით, ამერიკელი მეცნიერები ჩამოსული არიან, რათა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ქართველ სპეციალისტებს. „ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მავნებლების ბიოლოგია და პრობლემის გადაჭრის მეცნიერული მექანიზმები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა იდენტურია პრობლემასთან გამკლავების ორგანიზებული მიდგომები: მდგომარეობის შესწავლა, საფრთხის გაანალიზება, გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა. ყველაზე მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ის გამოცდილება, რომელიც თქვენ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაგიგროვდათ, აუცილებლად გამოგადგებათ ნებისმიერ მავნებელთან გასამკლავებლად, მათ შორის „დროზოფილა სუზუკთან, რომელიც ახლახან დაფიქსირდა თქვენს ქვეყანაში, - აღნიშნა ლუის ფაორომ.


ღონისძიების ფარგლებში, აშშ-იდან სპეციალურად მოწვეულმა სოფლის მეურნეობის დოქტორმა, დანელე კირკპატრიკმა გამართა სემინარი, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up