ბილ გეითსს რობოტებისთვის გადასახადის დაწესება სურს - ევროკავშირი უარზეა

ბილ გეითსს რობოტებისთვის გადასახადის დაწესება სურს - ევროკავშირი უარზეა

person access_time2017-06-05 10:00:32

Microsoft-ის დამაარსებელს, ბილ გეითსს რობოტებისთვის, რომლებიც სამსახურში ადამიანების ადგილს იკავებენ, გადასახადის დაწესება სურს. ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ თუკი ადამიანი ქარხანაში $50,000-ს გამოიმუშავებს, მისი შემოსავალის ნაწილი სახელმწიფოს გადაეცემა. თუკი იმავე სამუშაოს რობოტი შეასრულებს, მაშინ ანალოგიურ საგადასახადო სისტემაზეც უნდა ვიფიქროთ.

 

ამ აზრს ევროკავშირის ოფიციალური პირები არ იზიარებენ. „გამორიცხულია ასეთი რამ მოხდეს. მესმის, რომ დაბინძურებას, თამბაქოს მოწევას, ან ალკოჰოლის მიღებას გადასახადები უნდა დავუწესოთ, თუმცა რობოტებზე გადასახადის დაწესების იდეას არ ვიზიარებ," აღნიშნავს ევროკომისარი ანდრუს ანსიპი.

 

ანდუს ანსიპის მმოსაზრებით, ახალი ტექნოლოგიები მუდმივ განახლებასა და პროგრესს ნიშნავს, თუმცა ადამიანებს აქვთ იმისი უფლება, რომ ჰქონდეთ გარკვეული შიში აღნიშნულთან დაკავშირებით. „ტექნოლოგიური მატარებელი დაძრულია და ჩვენი უფლებაა, გავყვებით თუ შორიდან დავუქნევთ ხელს მას.


 

მე მჯერა პროგრესის, რადგან იგი ყოველთვის უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდა, ვიდრე ანადგურებდა მას. ჩვენ კი პროგრესს ვერ შევაჩერებთ. შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად სამუშაო ადგილი ბევრმა ადამიანმა დაკარგოს, თუმცა ადგილობრივი მთავრობები, ევროკავშირი, მეწარმეები და ბიზნესმენებმა სამუშაოდაკარგულ ადამიანებს რაღაც ახალი უნდა შესთავაზონ," განაცხადა ევროკომისარმა.

 

 



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up