ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

access_time2020-10-30 20:00:47

65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.

 

გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:

 

კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება

 

„თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა ჭურვი.

 

პანდემიის დაწყების შემდეგ ეს წინასწარმეტყველება ბევრს გაახსენდა - ინტერნეტში ბილ გეითსი ვირუსის ხელოვნურ შექმნაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

 

თავად მილიარდერი ამბობს, რომ ჭორების უარყოფა ძალიან ძნელია, რადგან უცნაური სისულელეა.

 

საცხოვრებელი სახლები ვიდეოკონტროლის ქვეშ აღმოჩნდებიან

 

„მუდმივი ვიდეოკავშირი სახლთან ჩვეულებრივი ამბავი გახდება“  - განაცხადა გეითსმა 1996 წელს.

 


მაშინ ეს დაუჯერებლად ჟღერდა, თუმცა, დღეს უკვე არავის უკვირს.

 

ტელეფონები სმარტფონებად იქცევიან

 

„ადამიანებს ექნებათ პატარა მოწყობილობები, რომლებიც მათ მუდმივ კავშირზე ყოფნის საშუალებას მისცემენ. მათი მეშვეობით ჩვენ ახალ ამბებს გავეცნობით, ფინანსური ბაზრებიდან ცნობებს მივიღებთ, დავჯავშნით ავიაბილეთებს. მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებთ“ - ამ სიტყვებით ღილაკიანი ტელეფონების ეპოქის დასაწყისში ბილ გეითსმა სმარტფონების გაჩენა იწინასწარმეტყველა.

 

რეკლამა სამიზნე აუდიტორიაზე იქნება გათვლილი

 

„მოწყობილობას ეცოდინება მომხმარებლების პრიორიტეტები და მათ მოთხოვნებზე ადაპტირებულ რეკლამას გამოაგზავნიან“ - დაწერა ბილ გეითსმა 1999 წელს და მართალიც აღმოჩნდა -  Facebook და Instagram იკვლევენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და შესაბამის რეკლამას აგზავნიან.

 

ადამიანები ერთმანეთთან სოციალურ ქსელებით იკონტაქტებენ

 

„თქვენი მეგობრების კერძო ვებ-გვრედები თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება, თქვენ მათთან ურთიერთობების და მიმოწერის შესაძლებლობა გექნებათ“ - წერდა გეითსი 1999 წელს. Facebook-ის შექმნამდე ჯერ 5 წელი იყო დარჩენილი.

 

გეითსის პროგნოზები, რომლებიც სავარაუდოდ ასრულდება

 

კაცობრიობას პანდემიაზე უარესი კრიზისი ელის - კლიმატური კატასტროფა, რომელიც უკვე უახლოეს ათწლეულებში მოხდება.

 

ახალი ს პანდემიები ყოველ 20 წელიწადში მოხდება - ამის შესახებ მან 2020 წლის აპრილში განაცხადა და მთავრობებს ამისთვის საფუძვლიანი მომზადება ურჩია.

 

2032 წელს განახლებადი ენერგია ნახშირწყალბადებს ჩაანაცვლებს - დაწერა მან 2017 წელს და დაამატა - „მე რომ დღეს კოლეჯში ვსწავლობდე, ხელოვნური ინტელექტის დარგს ავირჩევდი“.

 

2035 წლისთვის ღარიბი ქვეყნები არ დარჩება - მდიდარი სახელმწიფოების დახმარებით კაცობრიობა სიღარიბეს დაამარცხებს და ყველა ქვეყანაში მოსახლეობას შემოსავლების საშუალო დონე ექნებათ.

 

2037 წლისთვის რობოტები მუშებს ჩაანაცვლებენ  - ამის გამო სოციალური აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, ის გამოსავალს რობოტებზე გადასახადის შემოღებას  და მიღებული ფულით გამონთავისუფლებული მუშების გადამზადებაში ხედავს.

 

წყარო: secretmag.ru

თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up