„ჩვენ უნდა დავხარჯოთ მილიარდები“: ბილ გეითსი მომდევნო პანდემიის საფრთხეებზე საუბრობს

„ჩვენ უნდა დავხარჯოთ მილიარდები“: ბილ გეითსი მომდევნო პანდემიის საფრთხეებზე საუბრობს

access_time2021-01-28 20:30:00

“ჩვენ უნდა დავხარჯოთ მილიარდები“: ბილ გეითსი ახალი პანდემიისგან მსოფლიოს დაცვის ზომების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსოფლიო შესაძლოა კიდევ დადგეს ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე, იქნება ეს კორონავირუსი, გრიპი თუ სხვა ამდრომდე უცნობი დაავადებები. იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ის პრობლემა და საფრთხე, რის წინაშეც კაცობრიობა 2020 წელს დადგა, საჭიროა ახალი პანდემია აღქმული იყოს როგორც სერიოზული საფრთხე, როგორც მაგალითად ომი.



ახალი პანდემიის პრევენციას კი დასჭირდება ათობით მილიარდი დოლარი წლის განმავლობაში. ბილ გეითსის თქმით, ეს ინვესტიცია მასშტაბურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს $28 ტრილიონი დაუჯდა. „მსოფლიომ უნდა დახარჯოს მილიარდები, რათა დაზოგოს ტრილიონები და თავიდან აირიდოს მილიონობით ადამიანის სიკვდილი“, - წერს მილიარდერი თავის ბლოგში.



მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებმა, პირველ რიგში უნდა გააგრძელონ ინვესტირება იმ მიმართულებით, რაც პანდემიასთან გამკლავებისთვის იქნება საჭირო, ვინაიდან გასულ წელს მაგალითად, თვეები დასჭირდა ამერიკაში საკმარისი რაოდენობის ტესტების უზრუნველყოფას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო პანდემიის დაწყების შემთხვევაში, უკვე იქნება მეგადიაგნოსტიკური პლატფორმები, რაც კვირაში მსოფლიო მოსახლეობის 20%-ის ტესტირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.




ამასთან, ბილ გეითსი ამბობს, რომ საჭიროა გლობალური გამაფრთხილებელი სისტემის“ შექმნა. ეს გულისხმობს სწრაფი რეაგირების ჯგუფების შექმნას, როგორიც მაგალითად ხანძრის შემთხვევაშია. „არის ჯგუფები, რომლებიც გამოცდილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, და რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენენ პოტენციურ კრიზისებზე“. თავისუფალ დროს კი, ეს ადამიანები მალარიასთან ან მაგალითად პოლიომიელიტთან ბრძოლას მოახმარენ. ბილ გეითსი ამბობს, რომ მსოფლიოს დაახლოებით 3000 მსგავსი სპეციალისტი სჭირდება. მისივე თქმით, საჭიროა ასევე მათი რეგულარული წვრთნა, როგორც სამხედრო წვრთნებია.



და ბოლოს, Microsoft-ის დამფუძნებელმა რამდენიმე თვის წინ თავის პოდკასტში განაცხადა, რომ თუ გაგვიმართლებს, შემდეგი პანდემია 20 წელიწადში დაიწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიები ყოველ სამ წელიწადში ერთხელაც შეიძლება განმეორდეს.



რაც შეეხება ამჟამინდელ პანდემიას, გეითსი ამბობს, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია სოციალური დისტანცირებით, პირბადის ტარებით და სხვა პრევენციული ზომებით. ამასთან, მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციის შედეგს ჩვენ ვნახავთ გაზაფხულისთვის, როდესაც ინფიცირების კლება დაიწყება.





forbes.ge



თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up