ბილ გეითსი პანდემიის დასრულებას პროგნოზირებს

ბილ გეითსი პანდემიის დასრულებას პროგნოზირებს

access_time2022-01-16 18:50:21

„ომიკრონის“ ფართო გავრცელებამ მსოფლიოში, შესაძლოა, საბოლოო ჯამში საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს. შემდგომში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლის შემცირების დაწყებაა მოსალოდნელი, - განაცხადა Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეითსმა. მისი აზრით, ომიკრონ-შტამის გამო ბევრ ადამიანს კორონავირუსთან მიმართებაში ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდება, რომელიც ძალაში 1 წლის მანძილზე იქნება. ამიტომაც, დაინფიცირებულთა რაოდენობა და დაავადების მიმდინარეობის სიმწვავე შემცირდება.


„როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში დაფიქსირდება „ომიკრონით“ დაინფიცირების ტალღა, წლის მანძილზე შემდგომში კორონავირუსის გავრცელება მკვეთრად შესუსტდება და დაავადების ინტენსიურობა გრიპის მაჩვენებელს დაემსგავსება. შესაბამისად, კორონავირუსის მკურნალობაც შესაძლებელა იქნება ისევე, როგორც სეზონური გრიპის,“ - დაწერა მილიარდერმა თავის გვერდზე Twitter-ში.


ამავე დროს, გეითსის აზრით, ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს „ომიკრონის“ გამო ბევრი სირთულე ელოდება. ეს შტამი საკმაოდ გადამდებია და ამიტომაც სწრაფად და ფართოდ გავრცელდება. მილიარდერის პროგნოზით,  მძიმე შემთხვევათა დიდი უმრავლესობა შეეხება იმათ, ვინც ვაქცინაციაზე უარი განაცხადა.  ის ასევე არ ელის ახალი, უფრო გადამდები შტამის გამოჩენას, თუმცა, მთლიანობაში ამას არ გამორიცხავს.


„ომიკრონზე“ გადამდები შტამის გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ამას ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ. პანდემიის დროს ჩვენ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი დავინახეთ. შესაძლოა კიდევ რაღაც პერიოდი ყოველწლიურად აცრა მოგვიწიოს,“ - ამბობს ბილ გეითსი და იმსაცა ამატებს, რომ  კაცობრიობა არაა დაცული ახალი, უცნობი ვირუსის შემოტევისგან.



„არსებული მონაცემებით, კორონავირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო, შემდეგ კი გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ასეთი გზით შესაძლოა ნებისმიერი სხვა ვირუსიც გადავიდეს, ამისგან დაცული არავინაა. ეს შესაძლოა ახლო მომავალშიც მოხდეს, ამიტომაც კაცობრიობა უნდა მოემზადოს და თავი დაიცვას,“ - მიიჩნევს Microsoft-ის დამაარსებელი.


2021 წლის დეკემბერში გეითსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს დასრულდება და შუა წლისთვის კორონავირუსით დაინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გრიპის დონეს მიუახლოვდება.


ომირკონთან დაკავშირებით სხვა პროგნოზებიც ვრცელდება. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორის ჰანს კლიუგეს თქმით, შესაძლებელია, უახლოეს 1-2 თვეში ახალი შტამით ევროპის მოსახლეობის 50% დაავადდეს. თუმცა, ამავე დროს ჯანმოს მიერ დამტკიცებული ყველა ვაქცინა ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ. შესაბამისად, პანდემიის გაფართოების წინააღმდეგ ერთად ერთი  საშუალება კვლავ ვაქცინაცია რჩება.


კლიუგეს შეფასებებს იზიარებს ასევე ჯანდაცვის მაჩვენებლების და შეფასების ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ომიკრონი იქნება დომინანტი შტამი, ისევე, როგორც აქადე დელტა იყო.



ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up