ბილ გეითსი: ნორმალური ცხოვრება 1-2 წელიწადში აღდგება

ბილ გეითსი: ნორმალური ცხოვრება 1-2 წელიწადში აღდგება

access_time2020-04-29 20:00:44

ფრანგული გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ის, თავის გამოსვლაში ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე 2015 წელს პანდემიას პროგნოზირებდა. მაშინ მან ის ზომებიც აღწერა, რომლებსაც ეპიდემიით დაზარალებული ქვეყნების ინფექციასთან ბრძოლაში გამოიყენებდნენ.

 

მოვა დრო და ჩვენ ტესტირების შესაძლებლობების ზრდა და ამ საქმეში ინდუსტრიის ჩარევა მოგვიწევს, იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე  დაავადებულთა ეფექტური გამოვლენა მოხდეს, ხოლო შემდეგ სტადიაზე ვაქცინა და შესაბამისი წამალი შეიქმნას. რეალურად კი ძალიან ცოტა გაკეთდა - თვლის მილიარდერი,

 

გეითსის მიერ შექმნილმა ფონდა Gates Foundation-მა პერსპექტიულ ვაქცინებზე მუშაობის დასაფინანსებლად გარკვეული თანხა გაიღო. საუბარია, ვაქცინებზე და სამკურნალო საშუალებებზე არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა დაავადებებს წინააღმდეგაც.

 

თუმცა, საქმიანობა ამ მიმართულებით საწყის სტადიაზეა და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია - ამბობს Microsoft-ის შემქნელი.

 

დღეს მსოფლიო ვირუსთან ბრძოლაში მარცხდება. პანდემიას უდიდესი ზარალი და ტანჯვა მოაქვს. ჩვენს ფონდში ვაქცინების შექმნის და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საკითხებში სხვადასხვა ექსპერტიზები ტარდება. მიზანი საკმაოდ რთულია - ასობით პრეპარატს და ვაქცინას შორის, რომლებიც ამჟამად დამუშავების სტადიაში, ყველაზე პერსპექტიული და რეალური უნდა დადგინდეს“- აცხადებს  მილიარდერი.

 

მისი თქმით, მკურნალობის ერთი შეხედვით ეფექტურ მეთოდებს შორის, საბოლოოდ, დიდი ნაწილი წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგალითად, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლიდან მიღებული იმუნოგლობულინის ავადმყოფებისთვის გადასხმა.ზოგადად კი, პანდემიიდან სტაბილური და ურყევი გამოსვლისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს  - სამკურნალო საშუალების და ვაქცინის შექმნა.


 

ნორმალურ ცხოვრებას 1-2 წელზე ადრე ვერ დაუბრუნდებით. შესაძლოა, შეიქმნას ეფექტური სისტემა, რომელიც ეპიდემიის დასაწყისში დაფიქსირებულ ექსპონენტურ ზრდას გამორიცხავს,ეს გარკვეული სტაბილურობის ატმოსფეროს შექნის. ტესტირების საშუალებების გამოყენებითეპიდემიის ახალი კერების აღმოჩენა და ნეიტრალიზება სრულიად შესაძლებელი იქნება. თუმცა, ნორმალური ცხოვრება ეს მაინც არ იქნება. ადამიანებს დაავადების შიში დარჩებათ და ისინი ცხოვრების წესს შეიცვლიან. მთავრობის გადაწყვეტილებაც კი ვერ შეძლებს, მაგალითად, სტადიონებზე ადამიანების დაბრუნებას, მანამ, სანამ მკურნალობის 100%-იანი გარანტია არ გაჩნდება – პროგნოზირებს ბილ გეითსი.

 

მისი თქმით, ძნელია იყო ქვეყანა, სადაც ეპიდემია ბობოქრობს.

 

ჩინეთმა ვირუსთან ბრძოლაში ძალიან მკაცრი მეთოდები გამოიყენა და დღეს ის ეპიდემიის წყარო არ არის. რა თქმა უნდა კითხვების დასმის, პასუხების მიღების და შედეგების შეჯამების დროც მოვა, მაგრამ დღეს თითის გაშვერა და დამნაშავეების ძიება არაკონსტრუქციული  მიდგომაა. გლობალური ეკონომიკის პარალიზების პირობებში, პრიორიტეტი სწორედ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უნდა გახდეს. ვირუსმა უდიდესი, დაუჯერებელი მასშტაბის ნგრევა გამოიწვია. მეც კი ვარ გაოგნებული უბედურების მასშტაბით, იმის მიუხედავად, რომ მომავალ პანდემიაზე ჯერ კიდევ წლების წინ ვლაპარაკობდი- განაცხადა მილიარდერმა.

 

გეითსის თქმით, დღეს მისი ფონდის ძირითადი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა.

 

ამჟამად მე არ ვარ ბიზნესმენი. 2000 წლიდან ჩვენ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ვირუსების გავრცელებას ვებრძვით. ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების წყალობით, ინფექციებისგან სხვადსხვა ქვეყნებში ადამიანების სიკვდილიანობა  წელიწადში 10-დან 5 მლნ.- შევამცირეთ. სწორედ ეს გადარჩენილი სიცოცხლეები ჩვენი მთავარი კრიტერიუმი. მე შემიძლია ამის კეთება კარიერის დროს გამომუშავებული ფულის ხარჯვით - აცხადებს გეითსი.

 

მისი თქმით, ადამიანების დახმარება ყოველთვის  კეთილი საქმეა.

 

თუ თქვენ შეგიძლიათ კიბოს მკურნალობა, ეს არის დიდი სიკეთე თქვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის მიუხედავადმედიცინის განვითარებაში ჩინეთს დიდი წვლილი შეაქვს. თუ თქვენ გჭირთ კიბო ბოლო სტადიაში,  არა აქვს მნიშვნელობა იმას,  რომ წამალი იწარმოება ქვეყანაში,  რომლის პოლიტიკური სისტემაც თქვენ არ მოგწონთ.  კორონავირუსს მხოლოდ ასეთი მიდგომით დავამარცხებთ - განაცხადა Microsoft-ის შემქნელმა ფრანგული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: Le Figaro

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up