კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმებზე უნდა დაუშვან.
„ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში, ალბათ, მას დაბრუნების უფლებას მისცემენ, მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ბილ გეითსმა.
ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ ფაქტების წარდგენის გარეშე მოპარულ არჩევნებზე საუბარი დესტრუქტიულია.
„ვფიქრობ, სოციალური მედიის კომპანიები ტრამპის დაბრუნების შესაძლებლობას გამონახავენ“, - აღნიშნა მან.
10 თებერვალს, სოციალური ქსელი Twitter-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ნედ სეგალმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშზე წვდომას არასდროს აღუდგენენ.
9 იანვარს, სოციალური ქსელი Twitter-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.
imedinews.ge