ბილ გეითსი - დღეს ქველმოქმედებისთვის საუკეთესო დროა

ბილ გეითსი - დღეს ქველმოქმედებისთვის საუკეთესო დროა

access_time2020-06-28 14:00:46

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ბილი და მელინდა გეითსი დაავადების წინაამღდეგ ეფექტური ვაქცინის შემუშავებაში აქტიურად ჩაერთნენ.

ისინი ასევე აშშ-ს მიერ პანდემიის წინაამღეგ მიღებულ ზომებს აკრიტიკებენ.

„როგორც წესი, ამერიკა გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში მოწინავე როლს ასრულებს, ამიტომაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის ნაცვლად, შტატებმა პრობლემის გადასაწყვეტად სხვა ქვეყნებთან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს“- განაცხადა მილიარდერმა მის და მისი მეუღლის მიერ Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ევროპის ქვეყნები აშშ-ს უმოქმედობის გამო შექმნილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ.

„ამერიკის უმოქმედობა სხვა ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობებს აფერხებს, და მთელს მსოფლიოში შტატების მიმართ პატივისცემაზე და აღტაცებაზე ნეგატიურად მოქმედებს“ - მიიჩნევს გეითსი.

„კორონავირუსი მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად დარჩება მანამ, სანამ ვაქცინა არ შეიქმნა. გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს 3 მეცნიერული კვლევა იძლევა, რომლებსაც კომპანიები Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson ატარებენ. თუმცა, ყველაზე დიდი გამოწვევაა მზა ვაქცინის გამოშვება - დედამიწის მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 10 მლრდ. დოზა იქნება - კოლექტიური იმუნიტეტი მისაღწევად, იმუნიტეტი სწორედ ამდენმა ადამიანმა უნდა მიიღოს“ - განაცხადა გეითსმა.

მისი თქმით, ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი 2 წლის მანძილზე იქნება, თუმცა, მისი სირთულის გამო, ვაქცინის წარმოებას და შემდგომ განაწილებას სახელმწიფოებს შორის კოორდინაციაა სჭირდება.

„ერთ-ერთი მიზეზი, რომლიც გამოც მე და მელინდა ამ პროცესში ვმონაწილეობთ, ისაა რომ ჩვენ არ გვსურს ვაქცინის განაწილება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მასში მეტ ფულს გადაიხდიან. პირველი რიგის ამოცანაა - დღეს მსოფლიოში მოქმედი 60 მლნ. ექიმი. ისინი ვაქცინას პრიორიტეტულად მიღებას იმსახურებენ. შემდეგ შესაძლებელია ვაქცინის ქვეყნებში განაწილება. ამ დროს პრიორიტეტულად რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები უნდა ჩაითვალონ - მაგალითად, შტატებში - აფროამერიკელები და აბორიგენები, რომელთა დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, და ასევე ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები“ - მიიჩნევს გეითსი.

ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 350 მლნ. დოლარი გაიღო, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია - მილიარდერის თქმით, მომავალი ვაქცინის სამართლიანი გავრცელებისთვის, ის რამდენიმე ფონდს კიდევ 1,6 მლრდ. დოლარს გამოუყოფს - პირველ რიგში მათი ამოცანა ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ზრდა იქნება.

გეითსებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მხარს მთლიანად უჭერენ და მასთან უკვე 20 წლის მანძილზე თანამშრომლობენ.

„ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია სრულყოფილებასთან ახლოსაც არ დგას, თუმცა, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ის სწორედ კორონავირუსის მზგავს მოვლენებთან საბრძოლველად შეიქმნა“ - ამბობს გეითსი.

მელინდა გეითსის თქმით, დედამიწაზე ძალიან ბევრი ინფექციური დაავადება არსებობს, და მათ წინაამღდეგ სწრაფი და ეფექტური ბრძოლა ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის გარეშე ძალიან გართულდება.

მეუღლეები მიიჩნევენ, რომ შემოდგომაზე მოსალოდნელია პანდემიის მეორე ტალღა, და მისი შეკავების მთავარი ფაქტორია პირბადეების მასობრივი ტარება.

„პირბადეები იაფია, და თანაც, არც თუ ისეთი საშინელი. კორონავირუსის პრევენციას სულ რამდენიმე პირობის შესრულება სჭირდება - ტესტირება, დაავადებულების კონტაქტების დადგენა, თვითიზოლაცია, და პირბადეების ტარება. ადამიანები, ვინც პირბადეებს ატარებენ, სამაგალითო უნდა გახდნენ. პირბადე გამონაკლისის გარეშე, ყველამ უნდა ატაროს“ - ამბობს ბილ გეითსი.

მისი მეუღლის აზრით, შტატებში ეპიდემიისგან ყველაზე მეტად უმცირესობები დაზარალდნენ.

„ეპიდემიამ ასევე ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები გამოავლინა. გარდა ამისა, პანდემიამ შტატებში ასევე სქესთა შორის უთანასწორობა გააღრმავა. ისეთ დარგებში, როგორც სასტუმრო ბიზნესი და საცალო ვაჭრობა ძალიან ბევრი ქალი მუშაობს, და მათ სამსახურშიც სიარული უწევდათ, და ამავე დროს, სამუშაოსაც პირველები ისინი კარგავენ. შტატების ეკონომიკის აღდგენის შემდეგ მათი ნაწილი სამუშაოს ვერ დაიბრუნებს“ - ამბობს მელინდა გეითსი.

მისი თქმით, კიდევ ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ ოჯახურ საქმეებს ქალები კაცებთან შედარებით 2,5-ჯერ მეტს ასრულებენ.

„ესაა ოჯახის მოხუცი წევრების მოვლა, ბავშვებისთვის ონლაინ-სწავლებაში დახმარება, და ა.შ. თანაც, შტატები ერთად-ერთი განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოჯახური ამ სამედიცინო მიზეზების გამო შვებულების აღების უფლება ფედერალურ დონეზე დაკანონებული არას“ -განაცხადა მელინდა გეითსმა.

მილიარდერის თქმით, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ, სანამ არაანაზღაურებადი შრომის პრობლემას არ გადავწყვეტთ. აზროვნება უნდა შევიცვალოთ. ოჯახებში, სადაც ერთი შვილი მაინც ჰყავთ, ორივე მშობელი მუშაობს. ასეთი ოჯახები 64%-ა შტატებში. თუ ჩვენ ამ ოჯახებზე, კაპიტალიზმზე და აშშ-ს ეკონომიკაზე ზრუნვა გვსურს, ამ პრობლემის მოგვარების გზები უნდა მოიძებნოს“ - განაცხადა მელინდა გეითსმა.

ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ სწორედ დღეს, პანდემიის დროს, ყველამ იმის მაქსიმუმი უნდა გაიღოს, რაც შეუძლია.

„ახლა ჩვენი დროა. ჩვენ, როგორც ქველმოქმედებს, იმით დაგვიმახსოვრებენ, რასაც პანდემიის დროს გავაკეთებთ. დღეს ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობებია. შესაძლებელია სასურსათო უსაფრთხოების ზრდაში, რასიზმთან ბრძოლაში ან პანდემიის წინაამღდეგ ზომებში ფულის ჩადება. ჩვენ ბევრ მეცენატს ვხედავთ, ვინც თავიანთ რაიონებში კრეატიული პროექტების შექმნას აფინანსებენ“ - განაცხადა მან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up