ბილ გეითსი აშშ-ში სამეურნეო მიწების ყველაზე მსხვილი მფლობელია

ბილ გეითსი აშშ-ში სამეურნეო მიწების ყველაზე მსხვილი მფლობელია

access_time2021-01-15 23:30:00

აშშ-ში სამეურნეო მიწების ყველაზე მსხვილი მფლობელი ახლა ბილ გეითსია. ამის შესახებ ამერიკული Forbes წერს.



ბილ გეითსი, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანია, 98 000-მდე ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობს. მის კუთვნილებაში არსებული მიწები ამერიკის 18 შტატში მდებარეობს. ყველაზე დიდ ნაწილს ოს ლუიზიანაში, არკანზასსა და ნებრასკაში ფლობს. ამასთან, მას აქვს დაახლოებით 10 000 ჰექტარის ფართობის მიწა არიზონაში ფინიქსის დასავლეთით, სადაც ახალი დასახლება ყალიბდება.



შესაძლოა, გასაკვირი იყოს რომ მილიარდერი ტექნოლოგიების სფეროში, იყოს ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწების უმსხვილესი მფლობელი, თუმცა, უფრო მეტიც, 2008 წელს ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა $306 მილიონიანი მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს, რაც სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ფერმერებს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში უნდა დახმარებოდა.




ასევე, ფონდმა ინვესტიციები განახორციელა კლიმატური ცვლილებების მიმართ გამძლე მარცვლეული კულტურების განვითარებასა და გავრცელებაში და ასევე მაღალპროდუქტიული მეწველი ძროხების განვითარებაში.



ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იყენებს გეითსი სამეურნეო მიწებს. თუმცა, ცნობილია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი ზოგადად მიწების უმსხვილესი მფლობელი არაა ქვეყანაში. ამ კუთხით სიაში პირველ ადგილს იკავებს Liberty Media-ს მფლობელი ჯონ მელონი, რომელიც 890 308 ჰექტარის ფართობის რანჩოებსა და ტყეებს ფლობს. Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კი 169 967 ჰექტარის ფართობის მიწებს ფლობს ძირითადად ტეხასის დასავლეთით.




forbes.ge





თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up