ძალიან მალე მზა ყავის, წიგნის ან თუნდაც ყვავილების შეძენა თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე საცობში დგომის დროსაც კი ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე შეგეძლებათ -პროექტის განხორციელებას ველოსიპედების კომპანია Georgian Bicycle Group-ი გეგმავს და საქართველოს ადგილობრივ მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას სთავაზობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.
„ალბათ გახსოვთ ადრე თბილისში ველოსიპედის მეშვეობით ყიდდნენ გაზეთებს, იგივე იქნება ესეც, უბრალოდ, ჩვენი ტრანსპორტი იქნება ელექტრო და გადაადგილებითვის ძალიან მარტივი საშუალება. რადან ჩვენი ეკონომიკა მოითხოვს განვითარებას, ამ მხრივ ჩვენც ჩავერთვებით საქმეში და ხელს შევუწყობთ,ქართულ ბაზარს.“-ამბობს ბექა კიკნაველიძე.
მანამდე კი Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKE.GE) ქვეყანაში ველოსიპედის მოხმარების კულტურის დანერგვასა და მის ცხოვრების სტილად გადაქცევას ისახავს მიზნად. გერმანიიდან და სლოვაკეთიდან ჩამოყვანილი ველოსიპედებით კომპანია სხვადასხვა პროექტში ჩაერთო. მათ შორის მომსახურების სერვისშიც.
„ყაზბეგის გამზირზე გაიხსნა ჯანსაღი კვების ობიექტი „სქაი ბარი“ მათთან ერთად გვაქვს პროექტი. მათ მომხმარებლებს გავუკეთებთ ველო პარკინგს, რათა გადაადგილდებიან ველოსიპედებით, ეს ერთგვარი ხელშეწყობაა რომ ველოსიპედი ცხოვრების წესი გახდეს.“-ამბობს კიკნაველიძე.
როგორც ცნობილია, კომპანიას, კორპორატიული დაკვეთით უკვე გამოუშვა ქართული ველოსიპედი, თუმცა, მცირე პარტიებით.Georgian Bicycle Group-ი Bikes.ge-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. BIKES.GE გერმანული და სლოვაკური ველოსიპედების იმპორტს ახორციელებს. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ორი ფილიალი აქვს -ვაკესა და საბურთალოზე.
ნათია ლომიძე