ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ პირველად საზოგადოებაში მამიდა კიმ ჰიონ ჰისთან ერთად გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
კიმ ჰიონ ჰიმ ქვეყნის ლიდერთან ერთად ჩინური კალენდრით ახალი წლისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო. კადრებში ჩანს, რომ ის ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედის, რი სოლ ჩჟუს გვერდით ზის.
კიმ ჰიონ ჰი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის ქალიშვილი და 1994-2011 წლებში ქვეყნის მმართველის, კიმ ჩენ ირის დაა. მისი მეუღლე ჩან სონ თჰეკი 2013 წლის 12 დეკემბერს კორუფციის გამო სიკვდილით დასაჯეს.