ბიძინა კულუმბეგოვი: ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს ჩინურ ვაქცინას

ბიძინა კულუმბეგოვი: ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს ჩინურ ვაქცინას

access_time2021-04-19 12:00:00

ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინები არაა ახალი. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. ანუ საქართველოში, მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა უკვე გამოყენებადია და 100%-იანი ეფექტიანობით იცავს ცოფისგან, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.​


„კორონავირუსის ვაქცინაც, რომელიც ჩინეთში დამზადდა, მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 200 მილიონამდე დოზაა გამოყენებული. 26-27 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „სინოფარმთან“ დაკავშირებით. ეს თარიღი უკვე დათქმულია. რადგანაც ჩვენ უკვე გვაქვს ეს ვაქცინა და საწყობში გვიდევს, სიკვდილობისგან თითქმის 100%-ით გვიცავს სიკვდილობისგან და მძიმე დაავადებისგან. გვაქვს 50 ათასი დოზა ვაქცინა და ეს ნიშნავს, რომ ამავე რაოდენობის დაცვა და 500 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მსოფლიოში არცერთი ვაქცინა არაა 100%-იანი, ყველას აქვს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.



საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ - 30 მარტიდან. ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყება კი, 4 მაისიდან იგეგმება.


imedinews.ge




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up