ბიძინა კულუმბეგოვი: წლის მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდი უნდა იყოს

ბიძინა კულუმბეგოვი: წლის მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდი უნდა იყოს

access_time2021-04-27 23:20:00

„წლის მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი უნდა იყოს ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდი“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.


იმუნოლოგის თქმით, სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში იმუნიზაციის ეფექტი არ გამოჩნდება. კულუმბეგოვი ასევე ამბობს, რომ ქვეყანა ვაქცინების მისაღებად ნებისმიერი თანხის გადახდისთვისაა მზად, თუმცა, ამ ეტაპზე, ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია.


„ამ ეტაპზე, ქვეყანას აქვს ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული, საკმაოდ მაღალი ეფექტიანობის მქონე ჩინური წარმოების ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.


მისივე განცხადებით, უახლოეს თვეებში ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ ექნება.


27 აპრილის მონაცემებით, ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 40 095 აცრა ჩატარდა. 3 622-მა ადამიანმა ვაქცინის ორივე დოზა მიიიღო. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 1522.



ვაქცინის ორივე დოზით აცრილი ადამიანები, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევრიდან შეძლებენ კოვიდპასპორტების მიღებას.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. „სინოფარმით“ ვაქცინაციით იმუნიზაციისთვის, 18 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. „სინოფარმის“ შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას, შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 305 850 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 287 938, გარდაიცვალა 4 060 პაციენტი.


imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up