ბიძინა კულუმბეგოვი - თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს მივუახლოვდებით, მაშინ გვექნება იმედი, რომ შემოდგომაზე „მეოთხე ტალღა“ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე არ იქნება

ბიძინა კულუმბეგოვი - თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს მივუახლოვდებით, მაშინ გვექნება იმედი, რომ შემოდგომაზე „მეოთხე ტალღა“ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე არ იქნება

access_time2021-05-28 17:20:00

აგვისტოს ბოლოდან შესაძლოა, შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდოს - თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს გარკვეულწილად მივუახლოვდებით, გვექნება იმედი, რომ შემოდგომაზე „მეოთხე ტალღა“ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე არ იქნება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.


როგოც კულუმბეგოვი დასძენს, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი უნდა გაიზარდოს, არსებული ვაქცინაციის ტრაექტორიით დასახული მიზნებისგან შორს ვართ.


“უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ტრაექტორიით, რომლითაც ჩვენ მივდივართ, ვაქცინაციის მოცვის დონით და ხარისხით, პაციენტების ავადობით და პირბადის ტარების მაჩვენებლით, ქვეყანაში ყველა პროგნოზირებადი ინსტიტუტი გვეუბნება, რომ აგვისტოს ბოლოდან შესაძლოა, შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდოს.



130 ათასი ადამიანის ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა, ეს უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს გარკვეულწილად მივუახლოვდებით, მაშინ გვექნება იმედი, რომ შემოდგომის „მეოთხე ტალღა“ არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამ ვაქცინაციის ტრაექტორიით, დასახული მიზნებიდან შორს ვართ. იმედს ვიტოვებ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე, ქვეყანაში დღეში მინიმუმ 10-15 ათასამდე ვაქცინა დოზა უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.


მისივე თქმით, კორონავირუსის საზოგადოებრივი გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია მოსახლეობის 70-80 პროცენტი იყოს აცრილი.


„რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს. „მეოთხე ტალღის“ დამაზიანებელი ეფექტი, რომ შეგვიმცირდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ მოსახლეობის თითქმის 25%-ს გადატანილი აქვს კორონავირუსი, ეს გარკვეულწილად დაცვაა, მაგრამ, ინფექციის შიდა საზოგადოებრივი გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია მოსახლეობის დაახლოებით 70-80 პროცენტი იყოს აცრილი“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up