ბიძინა კულუმბეგოვი - შეზღუდვების გახანგრძლივება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია

ბიძინა კულუმბეგოვი - შეზღუდვების გახანგრძლივება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია

access_time2021-01-11 23:30:00

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არარაციონალურად მიაჩნია შეზღუდვების გახანგრძლივება იმ დროს, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურებულია და კორონავირუსის პიკი გადავლილია.



მისი თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ პრობლემას გამოიწვევს.



„საერთოდ, შეზღუდვებთან მიმართებით მომხრე ვარ, რომ ზოგადად, თანმიმდევრული პოლიტიკა იყოს გატარებული. რასაკვირველია, შეზღუდვების შემოღების საწყის ეტაპზე მთლიანობაში დავუჭირეთ ჩვენ მხარი, რომ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, რადგან სხვანაირად გარდაუვალი იქნებოდა ეპიდემიის მართვის ასე ვთქვათ, ტრაექტორია. თუმცა ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, არც თუ ისე სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ჩვენ მივეცით ნებართვა ასე ვთქვათ, სავაჭრო სივრცეებს, გახსნილიყვნენ და წინასაახალწლო პერიოდში ყოფილიყო ის, რაც ყოფილიყო.



არსებობს რაღაც ასეთი არაფარმაკოლოგიური ინტერვენციის სახეობები, რომლებიც ეპიდემიის ტრაექტორიაზე ძალიან ეფექტურად მოქმედებენ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან აზიანებს და აზარალებს. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდეც. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, არარაციონალურად მიმაჩნია.



ვერ ვხედავდი იმ ტრაგედიასაც და თავის დროზე ამასაც დავუჭირე მხარი, რომ შაბათ-კვირის მობილობა, რაც ბუნებრივად იზრდება, აკრძალულიყო და ორშაბათიდან პარასკევამდე იმავე პრინციპის დაცვით, როგორც იყო დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის სამამდე, გახსნილიყო ისევ და მისცემოდათ ადამიანებს თავისი ლუკმაპურისა და ხელფასის გამომუშავების შესაძლებლობა. ამიტომ, მე ამ თვალსაზრისით, ასეთი ფორმით ახლა შეზღუდვების გახანგძლივება არ მიმაჩნია რაციონალურად.




რეგულაციების დაცვით, რასაც ასე თუ ისე მიეჩვია მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც სწორად მართა ეს და მენეჯმენტი კარგად იყო განხორციელებული, რიგები კონტროლდებოდა და ძირითადი ესენციალური საჭიროების დროს ადამიანები მიდიოდნენ. მესმის, ახლა შეიძლება ყოველდღიურად არ უდგას ადამიანს ტანსაცმლის შეცვლის საჭიროება, მაგრამ იგივე იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის პრობლემა რომ დაუდგეთ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება. მესმის, სახელმწიფოს კომპენსაცია- 200 და 300 ლარი ეს არის ასე ვთქვათ, ერთ მაღაზიაში შესვლის თანხა. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვათ, ახლა იყო აუცილებლობა. აი, ამ პრინციპებით შეგვეძლო, რომ ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.



კითხვაზე:„მოახდენდა თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდვითარებაზე გავლენას“, კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ დრამატული გავლენა ვერ ექნებოდა, ვინაიდან მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირების შემდეგ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბუნებრივადაც იკლებს.



„ისეთ დრამატულ გავლენას ვერ მოახდენდა, რდგან გარკვეულწილად, საზოგადოებაში პანდემიის თუ ეპიდემიის გავრცელების დროს, ეს ესეა, ევროპის გამოცდილებამაც აჩვენა, ერთი ტალღის ჩათავებისთვის დაახლოებით 15-20პროცენტიანი ინფიცირება მოსახლეობის საკმარისია ხოლმე, როდესაც ის ბუნებრივადაც იკლებს. ჩვენ მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხომ ვერ ვიცხოვრებთ. ამიტომაც ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ადამიანები წესრიგს, ამ პრინციპებით ცხოვრებას, ბიზნესს უნდა დავავალდებულოთ უფრო მეტი ასე ვთქვათ, აქტივობა, პროაქტიურები უნდა ვიყოთ ამ მხრივ. ასევე, მაგალითად ამერიკის ბევრ შტატში ადამიანები ადრე მიდიან რესტორანში და ნახევარი საათით ადრე ელოდებიან თავისი ანტიგენის ტესტის პასუხს. ასეთ პირობებში თუ ნეგატიურია, უშვებენ რესტორანში. ამიტომ, თუ ჩვენ ასეთი გამოსავალი, ადაპტაცია არ ვიპოვეთ, მუდმივად ეს იქნება ისეთი რეცესია ამ ქვეყანაში ეკონომიური და არა მარტო, განათლების რეცესია რომ არის, უკვე გასაგებია. სკოლა რომ არ მუშაობს, ეს მესმის სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.



დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.




1tv.ge










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up