ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც უნდა ამოქმედდეს

ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც უნდა ამოქმედდეს

access_time2021-12-01 23:40:00

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების ორი ძირითადი შესაძლებლობა – შემზღუდავი ღონისძიებები ან ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატება.



მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ორივე მიმართულებით სერიოზული ლაფსუსები აქვს.



ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მწვანე პასპორტები გარკვეულ იმედს იძლევა, თუმცა მიაჩნია, რომ მისი მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს.




„ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია. ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს და გენერირდება, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს. ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება…საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს. მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.



ამავდროულად, ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ გადატანილი ინფექციის შემდეგ უვადო პასპორტის გაცემის გადაწყვეტილება შესაცვლელია.



„მწვანე პასპორტებში არის ერთი სერიოზული ნაკლი – გადატანილი ინფექციის შემდეგ უვადო პასპორტის გაცემის საკითხი. ჩვენ ეს პრობლემა უფრო მძაფრად შევიგრძენით ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო „ომიკრონის“ გავრცელებასა და პოტენციურ რისკებზე ალაპარაკდა. ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იმდენად სახეცვლილია, რომ შესაძლოა, ვაქცინის იმუნიტეტმა მაინც იმუშაოს და დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან, მაგრამ როგორც დღეს ისრაელის გამოცემაამბობდა, როგორც ჩანს, რეინფიცრების რისკი 2.5-ჯერ გაიზრდება. რაც ფრო სწრაფად მოხდება ამის კორექტირება და სწორი საერთაშორისო სტანდარტით ქვეყანაში მწვანე პასპორტის იმპლემენტაცია, კუფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.



1tv.ge




2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up