ბიძინა კულუმბეგოვი - ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, ამ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა

ბიძინა კულუმბეგოვი - ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, ამ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა

access_time2021-06-22 23:00:00

ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა, - ასე აფასებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ინტერპრესნიუსთნ“ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას.


როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, „კომენდანტის საათის“ გაუქმება „გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოება დაცული არ გვყავს და ახალი შტამებია მაღალი რისკის შემცველია“.


„ჩემი დამოკიდებულება ერთგვაროვანია. არც წყენა მაქვს, არც სიხარული. რა თქმა უნდა, გარე სივრცეში პირბადის მოხსნა ზაფხულის პირობებში, როდესაც ადამიანები ისედაც ვერ ატარებდნენ, მესმის და მისაღებია. ღია სივრცეში, კაფე, ბარი, რაც კი მუშაობდა ვხედავდით, რომ პირბადის ტარების წესი დაცული არ იყო, ეს აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.


რაც შეეხება ღამით გადაადგილების საკითხს, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იყო ხელისუფლება, მაგრამ 23:00 საათის შემდეგ ამის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს ადამიანების სახლში გადანაცვლებას, თავყრილობებს, ქეიფს, მსგავს ღონისძიებებს. ამ გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოება დაცული არ გვყავს, ახალი შტამებია და ასე შემდეგ ძალიან რისკის შემცველია.


როგორც ზოგი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ამბობს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს თუ იღებ, მაშინ უნდა თქვა, რომ სტუმრიანობა შეზღუდულია, ერთ ადამიანზე მეტს ვერ მიიღებ. კი ბატონო, გარეთ არ ავკრძალოთ, ვისაც უნდა ღამე 01:00-02:00 საათზე ისეირნონ, მაგრამ თავყრილობების სახლში პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, აქ უნდა ჩაგვედო რეგულაცია, ამას შეცდომად განვიხილავ.



ნებისმიერი რეგულაციის შემსუბუქება ადამიანს ფსიქოლოგიურ წნეხს თითქოს უხსნის, რაც მას უფრო თავისუფალი ურთიერთობისკენ უბიძგებს და სოციალური დისტანცია იშლება.


ვაქცინაციის პროცესი ამ დროს რეალურად არ გვაქვს, მე ამ ყველაფერს, ასე ვაფასებ - ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, ამ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.


რაც შეეხება ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, „სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით“.


„რასაც მე ვხედავ, მოწოდების პრობლემაა, როდესაც ერთი მომწოდებელი გყავს და ეს არ არის დივერსიფიცირებული, რა თქმა უნდა, ქმნის ამის რისკს. ნებისმიერ საერთაშორისო სააგენტოშია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და „კოვაქსი“ ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამების მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.


ჩვენთან, ასეთ სიტუაციაში ლოჯისტიკურად ეს რისკი უნდა დააზღვიო. როდესაც ასეთი ვითარება იქმნება, ევროკავშირი, ლიეტუვა, ესტონეთი თუ გჩუქნის ვაქცინის დოზებს, მას უნდა სთხოვო, რაც შეიძლება ადრე გამოგიგზავნონ, თუნდაც დაპირებული 100 ათასი დოზიდან 5 ათასი დოზა, ეს არის უზრუნველყოფა.


მესმის, რომ „ასტაზენეკა“ იძლევა ლავირების საშუალებას, რომ 10-დან 12 კვირა ვისაც აქვს მას გადაუნაწილებენ დოზებს, მაგრამ 8-6 კვირაში ჩაწერილი ადამიანები? ადამიანებს ორჯერადი დოზირება სჭირდებოდათ, ზოგი 6 კვირაშია ჩაწერილი უცხოეთში რომ წასულიყო, ბიზნესის ან ჯანმრთელობის პრობლემის გამო და არავის არ უნდა ერთი ვაქცინით, ან უვაქცინოდ გადაადგილდეს, ქვეყნები არ გიშვებენ, თუ ვაქცინაციის სტატუსი არ გაქვს, მეორე დოზიდან 2 კვირა გასული. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით“,-აღნიშნავს კულუმბეგოვი.


ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება. ამასთან, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. რაც შეეხება, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up