ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენთან ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი უნდა იყოს 3 000 და მეტი, დარწმუნებული ვარ, ზაფხულიდან ვაქცინაციის ინტენსივობა უფრო დიდი და სერიოზული იქნება

ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენთან ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი უნდა იყოს 3 000 და მეტი, დარწმუნებული ვარ, ზაფხულიდან ვაქცინაციის ინტენსივობა უფრო დიდი და სერიოზული იქნება

access_time2021-04-13 00:00:00

დარწმუნებული ვარ, ზაფხულიდან ვაქცინაციის ინტენსივობა უფრო დიდი და სერიოზული იქნება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.


მისი თქმით, საჭიროა, ქვეყანაში დღეში მინიმუმ 3 000 ადამიანი იცრებოდეს.


„მოსახლეობის ნაწილის განწყობას, რასაც ჩვენ გამოკითხვებით რეალურად ვხედავთ, ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 30 პროცენტი დღესვე არის მზად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. ეს ძალიან კარგი პროცენტია და კიდევ უფრო მეტი მუშაობის შემდეგ, ეს, რა თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ, რასაკვირველია, დღეს ჩვენ არ გვაქვს ამ ადამიანებისთვის საკმარისი ვაქცინა და ეს არის პრობლემა. ამიტომ მთავარი იმედი არის, რაც უფრო მეტი ვაქცინა გაჩნდება მსოფლიო ბაზარზე, ყველა მწარმოებლის, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და აღიარება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში. დღეს თუ ჩვენ საშუალოდ დღეში 1 500 ადამიანს ვცრით, ამით, რასაკვირველია, დასახული მიზნების მიღწევა ვერ მოხდება. ამას რამდენიმე ათეული წლები სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი მინიმალური დღიური ვაქცინაცია უნდა იყოს 3 000 და კიდევ უფრო მეტი. მაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ეს პროცესი, რასაკვირველია, ძალიან დინამიურად განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულიდან ვაქცინაციის ინტენსივობა უფრო დიდი და სერიოზული იქნება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


რაც შეხება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობას, კულუმბეგოვის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მაღალ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემები, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინის აღიარება, რადგან გაერო-ს ორგანიზაცია ვაქცინის აღიარებამდე მწარმოებლისგან ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას ითხოვს.



„ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით რაც რეალურად ვიცით, ყველა მონაცემი, რომელიც ჯერჯერობით არსებობს, არის ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მონაცემი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ არსებობს მესამე ფაზის შემაჯამებელი არც ერთი სტატია, გამოქვეყნებული რომელიმე მაღალ რეფერირებად ჟურნალში, რომელიც ამბობს, ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა რამდენს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაქცინას ჰქონდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, რადგან ეს ორგანიზაცია მწარმოებელ კომპანიას სთხოვს დოსიეს, სადაც დეტალურად უნდა იყოს აწონილი ყველა შესაძლო რისკი და სარგებელი, კლინიკური ეფექტიანობა, გვერდითი მოვლენა. სწორედ ამის შემდეგ იქნება ვაქცინა უკვე მისაღები. ამიტომ ჯერჯერობით ყველა მონაცემი, რომელიც არის: ბრაზილიაში 50 პროცენტი, სადღაც 73, სადღაც 80 პროცენტი, – ეს არის მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის მიერ გაცხადებული პროცენტი. მეცნიერებაში ასე არ აკეთებენ. მეცნიერება არის მხოლოდ მაღალ რეფერირებად ჟურნალში, ან რომელიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებული მარეგულირებელი დამოუკიდებელი საბჭოს დასკვნა. ჯერჯერობით, არც „სინოფარმისა“ და არც „სინოვაკის“ მსგავსი ტიპის დადასტურებული კვლევების ეფექტიანობა და მით უმეტეს, უსაფრთხოების ნაწილში არ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up