ბიძინა კულუმბეგოვი: არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას იწვევს, არ არსებობს

ბიძინა კულუმბეგოვი: არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას იწვევს, არ არსებობს

access_time2021-05-28 16:00:00

არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, „ინდური შტამი“ „ბრიტანული ვარიანტისგან“ არსებითად არ განსხვავდება. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან ადამიანებს დაიცავს.


„ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა.



ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. მოქმედებს თუ არა „ინდურ ვარიანტზე“ თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაციას, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან, მხოლოდ „ფაიზერს“ და „ასტრაზენეკას“ ეხება. მათი ეფექტურობა შემცირებულია, მაგრამ ეს ეფექტურობა „ფაიზერისთვის“ შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, „ასტრაზენეკასთვის“ 66%-დან 60%-მდე. რაც შეეხება „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ , ჯერჯერობით ასეთი კვლევა არ გვაქვს, შესაბამისად, არ ვიცით მტკიცებითი ფორმატით ვამტკიცოთ მოქმედებენ თუ არა.


ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი, ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც „კოვაქსინი“ ჰქვია. სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, სანამ კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაიცავს ადამიანებს“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.


საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up