ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება

ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება

access_time2020-11-19 23:00:00

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ესწრებოდა, სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.

წამყვანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომავალი კვირიდან ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო მოლებთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხი განიხილება, კულუმბეგოვმა უპასუხა:

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სიტემა პანდემიას ვაი-ვაგლახით უმკლავდება და ეს შესაძლებლობაც ლიმიტირებულია.


„მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, არაესენციალური ობიექტები შეიზღუდოს, არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიქეტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული. ალბათ, უნდა შეიზღუდოს, აუცილებელია და ძალიან ბევრი არ უნდა დავაგვიანოთ. ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, მასში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და საერთოდ მის გაჩერებაზე შეიძლება უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მართვა ძალიან გართულებულია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული მედიცინა უმკლავდება იმას, რომ სახლში არავინ იღუპება და ღმერთმა გვაცილოს ამის ერთი პრცედენტიც კი, მე არ ვამბობ უეცარ სიკვდილზე და თრომბოემბოლიურ გართულებაზე, რომელიც ამ ვერაგ ვირუსს ახასიათებს და უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება ეს დაემართოს. აქ ლაპარაკია სუნთქვითი აპარატების რაოდენობა რომ ამოგვეწუროს, როგორც ეს დასაწყისში ნიუ-იორკში და ლომბარდიაში - იტალიაში მოხდა. ვაი-ვაგლახით ამას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეპიდემილოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up