ბიძინა ივანიშვილის Luxury Collection-ის გახსნის თარიღი ერთი წლით გადავადდა

ბიძინა ივანიშვილის Luxury Collection-ის გახსნის თარიღი ერთი წლით გადავადდა

access_time2020-12-03 14:30:11

„თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection “, სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს. მათი ინფორმაციით სასტუმროს მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სასტუმრო 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო სასტუმროს გახსნა ერთი წლით გადავადდა.

 

 

„დღეის მდგომარეობით, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი და მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები. სასტუმრო თავისუფლების მოედანთან, საბაგირო გზით დაუკავშირდება სასტუმრო სოლოლაკს, რომელიც შემდგომ უკვე დაუკავშირდება თაბორის სასტუმროსა და გოლფ კლუბს. სასტუმროში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს“, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

 

 


რაც შეეხება სოლოლაკის მაღლობზე მდებარე  სასტუმროს და საკონფერენციო ცენტრს, რომლის ინვესტიციის ოდენობა 115 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2023 წელს დასრულდება. ხოლო ერეკლე II-ს მოედანზე 30 ნომრიანი, ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

ასევე  აქტიურად მიმდინარეობსი მასშტაბური სამუშაოები თაბორის ქედზე, 402 009 კვ.მ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული. როგორც „კომერსანტს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და სპორტულ მოედნებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 176 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი, ბარი და ა.შ.  პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მშენებლობა 2022 წლის I-ელ კვარტალში დასრულდება.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up