ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

access_time2020-09-18 15:48:14

„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა და  სიღარიბე Covid კრიზისამდეც იყო.

 

„ჩემი შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებს მთავრობა ფასებთან დაკავშირებით , გაგაფრთხილეთ  კიდევაც რომ ეროვნულ ბანკს  ნუ  დააბრალებთ და ხელს  ნუ  გაიშვერთ , იმიტომ  არა  რომ ეროვნულ ბანკს ვიცავ, ეროვნული ბანკი და მთავრობა დიდი ხანია დამოუკიდებელი აღარ არის და ორივე  თანაბრად ხართ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი. 2019 წელს რეკორდულად იყო შემცირებული უცხოური ინვესტიციები და ეს ცხადად აჩვენებს, რომ საქართველომ დაკარგა მიმზიდველობა, როგორც  ეკონომიკამ და რამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რამ უნდა დაასტაბილუროს ლარი, რამ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა თუ ქვეყანაში არ შემოვა ინვესტიცია და არ შემოვა  ფული, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, სხვამ არ უნდა  გაბედოს აქ  კეთილდღეობის ზრდა, სხვამ არ უდნა  გაბედოს  სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ ვრჩებით ჭაობი, სადაც ადამიანებისთვის პრაქტიკულად პერსპექტივა არ არის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მართვაზეც შეაჩერა.

მენეჯმენტზე როცა ვსაუბრობთ მარტივი მაგალითი თქვენც შეგიძლიათ  გადაამოწმოთ 22 აპრილს სოციალურ ქსელში დავწერე , რომ მოვა გრიპის სეზონი ოქტომბრისთვის და როდესაც კორონა და გრიპი ერთმანეთს დაემთხვევა ეს  იქნება ყველაზე რთული პერიოდი სამართავად ამას ამბობდა მსოფლიოში უკლებლივ ყველა ეპიდემიოლოგი და მეც  გითხარით დაარეზერვეთ გრიპის ვაქცინა დღესვე,  რომ ის  რაც  ტესტებზე  გაზაფხულზე დაგემართათ არ მოხდეს იგივე გრიპის ვაქცინაზე, ეხლა როგორც ამბობენ მხოლოდ 100 000 დარეზერვებული, რაც იქნება უმართავი, პრაქტიკულად თქვენ მთავრობის უუნარობა, თავს რომ იწონებთ ყველა ტვირთი სამედიცინო პერსონალზე გადაგაქვთ , რომელიც არ მოგიმარაგებიათ სათანადო სამედიცინო აღჭურვილობით და ეს ისევ საავადმყოფოების მეპატრონეების და მენეჯმენტის  ხარჯზე  გადადეთ. აქ მთავარი პრობლემა რა არის ოღონდ ისე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დღემდე აქვს თვეობით დავალიანება საავადმყოფოების მიმართ , ჯანდაცვის სამინისტრო უბრალოდ სადამსჯელო მექანიზმად აქციეთ სავადმყოფოების მიმართ და ამის გამო ეს თვეობითი დავალიანება  ექთნების და  ექიმების მიმართ  არის უზარმაზარი და  როგორ უნდა ვმართოთ ეხლა, როცა  გრიპის  სეზონი წამოგვეწევა როგორ უნდა  ვმართოთ  ეფექტურად როცა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ ჰოსპიტალური სექტორი.

პირველადი ჯანდაცვა ავიღოთ , ჩვენ არ გვინახავ როგორ მოამზადეთ ოჯახის და  სოფლის ექიმები, მე  ვიყავი სამ სოფელში, სადაც ვნახე სოფლის  ამბულატორია , სადაც 2019 ში გამოაცხადეთ ტენდერი და 2020 მარტში უნდა გქონოდათ ახალი ამბულატორია, 2020 მარტიდან ვერ  მოახერხეთ ელემენტარული ავეჯის და  სამედიცნო  აპარატურის  შეტანა,  კოვიდიც  რომ არ იყოს  სოფელს  ხომ  სჭირდება ამბულატორია ექიმი და ექთანი ხომ უნდა იყოს, აი ეს ჩაფლავება  აჩვენებს თქვენ ნამდვილ სახეს, თორემ  საქართველოს მოქალაქეები მაქსიმალურად  ცდილობდნენ და ეხლაც  ცდილობენ  დაიცვან  ყველაფერი იმისათვის რომ ეს ვირუსი არ გავრცელდეს, მაგრამ ესეთი  ჩავარდნები მენეჯმენტში არის მთავარი  წყარო იმისა რომ იზრდება დაინფიცირებულთა  რაოდენობა.


თქვენ გინდათ რომ არჩევნებამდე როგორმე მიხვიდეთ და გგონიათ რომ არჩევნებს ასე გადააგორებთ მერე რა იქნება საერთოდ  არ გაინტერესებთ, დღევანდელი ინფიცირების  რიცხვი აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან ცუდ ფაზაში შევდივართ სწორედ იმ არასწორი სტრატეგიის  გამო რაც  საქართველომ  აირჩია , სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ამან  საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე უდნა  გადაიაროს დღეს ეს გადააქვს  საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბით და ხვალ ამან უნდა  გადაიაროს მის ჯანმრთელობაზე და სამწუხაროდ მის სიცოცხლეზე“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც ოპოზციონერმა დეპუტატმა ისაუბრა, „ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური ხედვა, რომელიც ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

„ევროპული საქართველოს  გეგმა  არის რომ გაკეთდეს  რუსთავი მარნეულის  სატრანსპორტო  ანალოგიური  აეროპორტი, უნდა გაკეთდეს გომბორის გვირაბი თუ რამე  დღეს  ჩვენ მოსახლეობას ტვირთად  აწვება ეს  არის  კახეთში მოყვანილი პროდუქციის დაბალი ფასი, ახალი ბაზრების  გახნსა, იქ მოწეული პროდუქციის  ბაზარზე გატანა ქუთაისში და მომავალში უკვე რუსთავი -მარნეულის  აეროპორტი არის  ყველაზე მთავარი გასაღები იმისა, რომ კახეთში მოყვანილ  პროდქუციას ფასი დაედოს. დღევანდელი ყურძნის  ფასი  რაზეც  სიტყვა  არ  გითქვამთ  ეს  არის  ნამდვილი სახე იმ  მდგომარეობისა რაც ქართულმა  ოცნებამ  განვლილი რვა  წლის განვალობაშ მოიტანა“- განმარტავს დეპუტატი.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up