ბიძინა ივანიშვილს გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვები აქვს

ბიძინა ივანიშვილს გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვები აქვს

access_time2016-09-26 12:58:58

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ პრემიერის გაჟღერებულ მომავალი 4 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში  შესული 600 კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა იწვევს ბევრ კითხვას, რადგან 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 80 კილომეტრიანი გაკეთდა.

 


"ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლის დროს აშენდა ეს ავტობანი 64 თუ 62 კილომეტrი და ამ ოთხი წლის განმავლობაში აშენდა 82 თუ არ ვცდები.



ამ დროს შემდგომი 4 წელიწადი 550 და 600 კილომეტრზე იყოს გადაგებული ბევრ კითხვებს იწვევს. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია რომ გაამზადონ სტაფი, ფულზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ძირითადად ამას მსოფლიოს ბანკის და ევროპის ბანკი აფინანსებს, მაგრამ კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი ერთადერთია რაც მაწყნარებს, გათვლის გარეშე ის არ აკეთებს" - განაცხადა ივანიშვილმა.




მისივე თქმით მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 2012 წელს 137 ადგილს იკავებდა, დღეს კი ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტს ასწრებს.

 


"მაკროეკონომიკური გარემო რაც კომპლექსურად განსაზღვრავს დამოკიდებულებას როგორია პოლიცია, როგორია მენეჯმენტი და ა.შ. მაკროეკონომიკური გარემო რაც ძირითადი დამახასიათებელია სახელმწიფოსი, საქართველო იყო 137-ე ადგილზე 2012 წელს, ბოლოდან მე-6 ადგილზე იყო. დღეს ვასწრებთ ისეთ სახელმწიფოებს, ამ გარემოთი, რომ ჩამოთვლაც კი მერიდება, საფრანგეთი, ბელიგია, ირლანდია, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტს ვასწრებთ დღეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ იმიტომ რომ რეგიონი იყო ესეთ დღეში და კრიზისი იყო. ევროპაში არ არის დღეს საუკეთესო სიტუაცია ეკონომიკის განვითარების და ზრდის ტემპების მხრივ, ერთი სახელმწიფო ამაზე მეტად ვერ გააკეთებს მკვეთრ ნაბიჯს. 
ჩვენ ვართ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით, სხვაგან კლების საფუძველზე ჩვენი სამი პროცენტი შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ვერ გახდება შთამბეჭდავი შიდა მოხმარებისთვის და მოსახლეობისთვის, რომლებიც ასეთ გლობალურ ანალიზში არ გამოგყვებიან და გასაგებია. მათ სურთ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ საუკეთესო პირობები, რომ ოჯახი შეინახონ ღირსეულად"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up