ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია დიღმის ტყე-პარკში მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია დიღმის ტყე-პარკში მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს

access_time2018-08-03 19:59:16

დიღმის ტყე-პარკში მალე მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. კახი კალაძემ ტყე-პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის ასაშენებლად წინასწარი ნებართვა გასცა და პროექტირებას მწვანე შუქი აუნთო. მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს.


სამოქალაქო აქტივისტი, ანა გაბრიაძე, დარწმუნებულია, რომ „ანაგის“ გეგმები კიდევ უფრო შორს მიდის. კომპანია, დიღმის ტყე-პარკის გზისპირა ზოლის გარდა, ფლობს ნაკვეთს უშუალოდ ტყეში. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ახალი მრავალფუნქციური შენობა დიღმის ტრასაზე „კია მოტორსის“ ადგილზე და მის მიმდებარედ აშენდება. უფრო კონკრეტულად რა, მერიაში ჯერ არ იციან.


მერიამ პარკის გზისპირა ზოლისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის შენარჩუნებაზე საუბარი, დაახლოებით, 2-3 თვის წინ დაიწყო. იმ პერიოდში გენგეგმის პირველადი ვარიანტის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს განაპირა ზოლთან ერთად, ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი უნდა ჰქონოდა, რაც იქ ყველანაირ ახალ მშენებლობას კრძალავდა.



მრავალფუნქციური დარბაზისა და ორანჟერეას მშენებლობის შესახებ ინფორმაცია "აიფაქტის" გამომძიებელ ჟურნალისტებს კომპანია "ანაგმა" წერილობით მას შემდეგ მიაწოდა, რაც გამომძიებელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ დაემთხვა დროში ცვლილებები გენგეგმაში და "ანაგის" მოთხოვნა ტყეში მშენებლობა დაეწყო. 


თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ ახალი შენობა უფრო შესაფერისი იქნება. არა და ტყე-პარკი 2006 წლიდან სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსს ფლობს და იქ რაიმე დამატებითი მშენებლობა დაუშვებელია.


როგორ მოახერხა დიღმის ტყე-პარკის განაპირა ზოლში მშენებლობის ნებართვის მიღება კომპანია „ანაგმა,“ ამ კითხვაზე პასუხები ოპოზიციას აქვს. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გენგეგმის მიღების გაჭიანურება სწორედ ასეთ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის მიზნით ხდება.


რუსთავი 2





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up