ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი თბილისს-მთაწმინდის ფერდზე 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება  იწყება

ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი თბილისს-მთაწმინდის ფერდზე 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება იწყება

access_time2020-05-08 14:30:21

„კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება.პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. საუბარია დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებაზე.


პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.


როგორც კალაძემ განაცხადა, სამუშაოების შედეგად, თბილისის ურბანული ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შემუშავება, ასევე, საჯარო განხილვებისა და შესაბამისი მუნიციპალური შეთანხმებების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება.


პროექტის ამჟამინდელ ეტაპზე, ფონური საკადასტრო კვლევები და ურბანული ტყის საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტება, ასევე, ერთიანი ინტეგრირებული სივრცითი ეკონომიკური და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვის დამუშავება მიმდინარეობს.



პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მილიონი ლარის ფარგლებში დააფინანსებს.


შეგახსენებთ, „კომერსანტი“  2019 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილის მეგობარ, ფონდ „განვითარება და გარემოს “ თავმჯდომარე და პროექტის ხელმძღვანელ თემურ ტყემალაძეზე დაყრდნობით წერდა,  რომ უნდა მოხდეს იმ მცენარეული საფარის აღდგენა, რომელიც წლების წინ იყო მთაწმინდის ფერდობზე გაშენებული და რომელიც შეესაბამება ადგილობრივ ჰავას, კლიმატს და ნიადაგს. მისი თქმით, ახლა იმ გუნდის შეკრებაზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში პროექტის მომზადებას დაიწყებს.


„მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტი არის ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი და საინტერესო. პროექტის შესახებ გავაჟღერე ბატონ ბიძინასთან, მისი ხედვები ჩემ ხედვებს დაემთხვა და გადაწყვეტილება მყისიერად იქნა მიღებული. წინა საპროექტო მოკვლევები დავიწყეთ, რადგან ეს ადგილი არის ქალაქის გული და გამორიცხულია იქ რაიმე შეუთავსებლობა მოხდეს. ეს ტერიტორია ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უნდა გახდეს ყველა მნახველისთვის. პლუს ეს ადგილი უნდა იყოს მდგრადი, რათა ადამიანს შეეძლოს იქ დასვენება და ბუნებასთან სიახლოვე, ამ ყველაფრის შეთავსება კი მარტივი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვყავს იმ დონის სპეციალისტები, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ, ამიტომ დავიწყეთ საზღვარგარეთ უცხოელი სპეციალისტების ძებნა. პროექტის მომზადებაში უამრავი სპეციალისტი ჩაერთვება, დაწყებული ეკოლოგიით დამთავრებული ლანდშაფტის დიზაინერით. ეს არ იქნება ჩემი პროექტი, ეს იქნება პროფესიონალი ხალხის პროექტი, ჩემი არის იდეა თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს ერთი დღისთვის არ კეთდება, პროექტი წლების განმავლობაში უნდა დარჩეს. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ არ ვეხებით იმ ტყის საფარს, რომელიც ცოცხალი და ჯანსაღია“ - აცხადებდა მაშინ თემურ ტყემალაძე


მისივე ინფორმაციით, მინდვრისა და მთის ნეკერჩხლები, კავკასიური ფიჭვი, საკმლის ხე, მუხა, აკაკი და იფანი– ეს იმ მცენარეების ჩამონათვალია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას გეგმავს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up