„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

access_time2019-12-05 18:30:54

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.

 

„ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს რამდენიმე პროექტს.

 

„პირველ რიგში რატომაც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ნაწილში ძალიან სწორი აქცენტები დასვა არის ის, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, ყველაზე დიდი კონტრიბუტორები არიან ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის გადმორიცხვების თვალსაზრისით, რაზეც აქ ბევრი ადამიანის კეთილდღეობა არის დამოკიდებული. შესაბამისად, მათ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი იქ ყოფა შედარებით გაუმჯობესდეს და მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა,  ისეთივე სრულყოფილი ანაზღაურება მიიღონ გაწეული სამსახურისთვის, რასაც,  საზღვარგარეთის ადგილობრივი მოსახლეობა იღებს.

 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც, ჩემი აზრით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არის საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები ქართველების მდგომარეობა. ამ კტეგორიის ადამიანებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან როცა არალეგალურად მიდიხარ საზღვარგარეთ წარმოუდგენლად რთული პირობების გადალახვა გიწევს იმისთვის, რომ ადაპტაცია მოახდინო ახალ გარემოსთან, მაშინ როცა ადგილობრივი კანონმდებლობა არ აღიარებს შენს არსებობას ქვეყანაში. შესაბამისად, წართმეული გაქვს, პრაქტიკულად, ყველა შესაძლებლობა და ამ პირობებში გიწევს თავის გადარჩენა. გარდა ამისა, იმ ოჯახის წევრების დახმარება, რომლებიც სამშობლოში დატოვე. მინიმუმ ხუთი წელია საჭირო იმისთვის, რომ ემიგრანტმა ლეგალურად სამსახურის დაწყების უფლება მოიპოვოს.

 

წარმოიდგინეთ, რამდენი გაჭირვების გადალახვა უწევთ ამ 5 წლის განმავლობაში: ბინის შოვნა და ჩაწერა, სამსახურის შოვნა, ენის შესწავლა და ა.შ. ყველაფერი არალეგალურად და ფარულად ხდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ძირითადი მასა ბანკების და კერძო მევახშეებისგან აღებული პროცენტიანი ვალებით მიდიან. იმ წლების განმავლობაში, სანამ საბუთებს მოაწესრიგებენ, ვალებს ერიცხება პროცენტები და საბოლოო ჯამში გადასახდელი თანხა იმდენად იზრდება, რომ ემიგრანტისთვის ფაქტობრივად უკვე შეუძლებელი ხდება სამშობლოში დაბრუნება.

 


თუ სახელმწიფო ეფექტური საგარეო პოლიტიკით მიაღწევს იმდენს, რომ საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის პირველივე დღეებიდან იქნება დასაქმების ლეგალური შესაძლებლობა, ეს წარმოუდგენლად შეცვლის ამ კატეგორიის მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესობისკენ. პრაქტიკულად დღეს ემიგრანტები დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული და მათ ხელში არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმ შემთხვევისთვის, თუ მაგალითად, დამსაქმებელმა ხელფასი არ გადაუხადა, ან დააკლო, ან უსამართლოდ მოექცა. ამ მხრივ ძალიან დიდი ჩაგვრის და წნეხის ქვეშ არიან ქართველები საზღვარგარეთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება.

 

მაგალითად, ახალგაზრდა, რომელიც წამოვიდა თავისი ქვეყნიდან და მოწადინებულია, რომ მიიღოს მინიმალური განათლება მაინც, რაიმე პროფესია შეისწავლოს და გააგრძელოს მუშაობა, ამის შანსები მას არ აქვს. რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და სხვა ხაზით ვითარდება – იწყებს არალეგალურ მოქმედებას. არადა საპირისპირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ უცხოური გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით, ევროპული განათლებით და ტექნოლოგიების ცოდნით, რითაც ადგილობრივ შრომის ბაზარზე უკვე აღარ გაუჭირდებოდათ თავის დამკვიდრება.

 

ძალიან კარგი მაგალითია ესპანეთის შემთხვევა, როცა 70-იან წლებში ბევრი ესპანელი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, საფრანგეთში, გერმანიაში, ანუ განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა იქ ლეგალურად იწყებდნენ სამსახურებს და ღებულობდნენ განათლებას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაბრუნდა თავის ქვეყანაში იმაზე გაცილებით განათლებული, ვიდრე იყო და იმაზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკურად, ვიდრე მანამდე იყო და სწორედ ასეთმა ხალხმა ააშენა ესპანეთი. სრულიად რეალური და შესაძლებელია ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს, თუ დღევანდელ ემიგრანტებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება. როგორც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იყო.

 

ლეგალური დასაქმება მრავალი მიმართულებით გაგვიხსნის გზას: შესაძლებლობას მოგვცემს კონტაქტები გავიჩინოთ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ საზღვარგარეთის პარტნიორებთან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებით; არ არის აუცილებელი მსხვილი კალიბრის ინვესტორს ელაპარაკო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების დაინტერესება უფრო რელევანტური და შესაძლებელია. ყველაზე მეტი ადამიანი ამ სეგმენტში საქმდება და ყველაზე მეტად ჩართულობა სწორედ მცირე და საშულო ბიზნესში ვლინდება. მაგალითად, მე, მიმდინარე ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე პროექტს ვახორციელებ და ამის შესაძლებლობა მომეცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეგალურის სტატუსი მივიღე. ამას ჩემი ესპანეთში ყოფნის პირველი 5 წელი დასჭირდა. განათლების მიღების შესაძლებლობაც მხოლოდ ამის შემდეგ მომეცა.

 

შემდეგი წლები კი დამჭირდა იმისთვის, რომ შემეძინა საიმედო პარტნიორები და მათთან ერთად საქართველოში განმეხორციელებინა საინტერესო და სასარგებლო პროექტები.

 

ასე რომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ და მას აქვს დიდი მნიშვნელობა ბევრი მიმართულებით. აუცილებლად შესაბამისი უწყებები სერიოზულად მოეკიდონ ამ საკითხს. საქმე ეხება მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ სარჩო-საბადებლის საშოვნელად არის გადახვეწილი. ამიტომ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, – აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

 

ბანკები და ფინანსები

შოთა კორინთელი





24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up