აბასთუმანის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ - ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები კურორტზე ტერიტორიებს ყიდულობენ

აბასთუმანის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ - ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები კურორტზე ტერიტორიებს ყიდულობენ

access_time2018-11-18 10:00:50

მას შემდეგ, რაც პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ტუბერკულოზით დაავადებულებულ პაციენტებს მკურნალობის ადგილის შეცვლა მოუწევთ. კურორტის ტერიტორიაზე, სანატორიუმზეკარშიგანთავსებული სამედიცინო დაწესბულება ხეობიდან გარეთ, სოფელ აბასთუმანთან გადააქვთ.


როგორი შედეგი ექნება იქ გადატანას?! წესიერად არც ნაძვია და არც ფიჭვი. აშენებენ სამსართულიან საავადმყოფოს და ავადმყოფებს გადაიყვანენ იქ. ეს შენობა კი, მგონი, ივანიშვილმა იყიდა“. - ამბობს აბასთუმნელი ეთერ ბალახაძე.

საავადმყოფოს გადატანაზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. იოსებ ცისკარაძე ამ ზაფხულის ამბებს იხსენებს და ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ,,ლაბორატორია ჩამოიყვანა, ჰაერის გამჭვირვალობა და სისუფთავე გაზომა და 95 % აჩვენა.“ მისივე თქმით, სანატორიუმ ზეკარის ადგილზე შვიდსართულიანი სასტუმრო გაკეთდება.

სამედიცინო ცენტრის მშენებლობა


ამბობენ, რომ აბასთუმანი უნდა იყოს კურორტი, სადაც ავადმყოფი ხალხი აღარ იქნება, მარტო ჯანმრთელი და ფულიანი ხალხი იცხოვრებს“ - ყვება აბასთუმნელი ენვერ შონია.​


ახალი სამედიცინო ცენტრი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ აბასთუმნის შესასვლელთან შენდება. ეს ადგილი წიწვოვანი ხეობიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებითაა.

ახალი, მრავალპროფილიანი ცენტრი 100 ადამიანზეა გათვლილი. წინასწარი ინფორმაციით, აქედან 30 ადგილი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. საავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, პაციენტებს, რომლებსაც ახალი კლინიკა ვერ მიიღებს, თბილისის პროფილურ საავადმყოფოებში უმკურნალებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის მკურნალობისთვის კურორტის მიკროკლიმატი გადამწვეყია, ტუბსაავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის აზრით შენობის ხეობიდან სოფელთან გადატანა, სადაც წიწვონი ხეები არ ხარობს პაციენტებს არ დააზარალებს. მიკროკლიმატს არ ქმნის მარტო ხე, არამედ ქმნის ჰაერის ბუნებრივი განიავების მიმართულება და შემადგენლობაც. ამ სამკურნალო სივრცედ მოიაზრება ეს ადგილი და გრძელდება სოფელ აბასთუმნის შუაგულ ტერიტორიამდე, სადაც ახალი საავადმყოფო განთავსება. სწორედ ამ აეროგრაფიულ რუკაში ზის. აქ არის მეორე მომენტიც - ორი ჰაერის კვეთა ხდება მდინარე ოცხისა და კურცხანის ხეობის - განმარტავს რევაზ ჟღენტი.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო

დღეს მოქმედ კლინიკაში 55 პაციენტი მკურნალობს. მათი უმრავლესობა ძირითადად, ექვს, ან თორმეტთვიან კურსს გადის.​ ტუბსაავადმყოფოს პაციენტებმა არ იციან კურორტიდან შენობის სოფელთან გატანა რამდენად შეამცირებს მკურნალობის ეფექტს.

,,6 თვეა, ვმკურნალობ. იყვნენ სპეციალისტები, შეამოწმეს და ჰავა ერთი და იგივეა. მდებარეობით, რა თქმა უნდა, ეს ჯობია“, – ამბობს ერთი პაციენტი. ,,სად ნაძვნარი და სად ტიტველი მიწა. ეზოში ხომ უნდა ჩამოხვიდე? ოთახში ხომ არ იქნები სულ, ჩრდილშიც ხომ უნდა დაჯდე? არანაირი ხე არ არის იქ - უკმაყოფილოდ შენიშნავს მეორე.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ამ შემოდგომაზე დაიწყო, 2019 წლის მაისში დასრულდება, ტექნიკით აღჭურვა კი, სავარაუდოდ, აგვისტომდე გაგრძელდება. პაციენტები ახალ სამედიცინო ცენტრში მკურნალობას მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყებენ. რაც შეეხება უშუალოდ კურორტის ტერიტორიას, რევაზ ჟღენტის განცხადები, 2020 წლამდე აბასთუმანი ოთხსეზონიანი მსოფლიო დონის კურორტი გახდება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით კი რეესტრის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბანკმა ქართუმ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა აბასთუმანში არაერთი სხვა უძრავი ქონება უკვე შეიძინეს. დაახლოებით ორი მილიონი უჯდება ქართუს ახალი საავადმყოფო, რომელიც სამსართულიანი იქნება და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე გაიხსნება.

ტუბსაავადმყოფოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტერიტორია გასხვისებული ჯერ არ არის, თუმცა, ამ უნიკალური ისტორიული ტერიტორიის ბედი და მფლობელის ვინაობა, სავარაუდოდ, უახლეს ერთ წელიწადში გაირკვევა, როდესაც საუკუნოვანი დაწესებულება ფუნქციას დაკარგავს.

„რადიო თავისუფლება“

თეგები:
ივანიშვილი



შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
access_time2021-04-19 22:30:00
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“...

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ
access_time2021-04-19 19:00:59
სუპერლიგის შექმნა ასეთი რეალური არავის ეგონა. თუმცა გუშინ ღამით ოფიციალურად შექმნეს ახალი ტურნირი და მაშინვე დაიწყო ვარაუდები, პრეტენზიები და მუქარები. მივყვეთ მოვლენებს.   12-მა კლუბმა გადაწყვიტა, რომ უეფასა და ღარიბი გუნდებისთვის ფულის გაყოფა არ სურთ და ახალი ტურნირის შექმნა მოიფიქრეს. ინიციატორები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი იყვნენ. რეალის ბოსი პრეზიდენტი იქნება, იუვეს ხელმძღვანელი და მანჩესტერის მფლობელი ჯოელ გლეიზერი - ვიცე-პრეზიდენტები.   ლა...

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!
access_time2021-04-19 20:00:01
გასულ წელს ჩინეთმა  საკუთარი ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, რომლის გამოყენებისთვისაც საჭირო არ იქნება ბანკში ანგარიშის ქონა და არც ინტერნეტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის. რისთვის სჭირდება ჩინეთს ციფრული ვალუტა,  რომელიც გამოსაცდელად უკვე რამდენიმე მილიონობით გადაეცა...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-19 21:00:13
დღის top 10 საინტერესო ამბავი: რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან...

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-19 18:00:59
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 19 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 20 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up