ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

access_time2020-02-25 19:00:51

პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა.


„ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა გაყალბებულ აქტივებზე,რომელთა რიცხვმაც 200 მილიონს გადააჭარბა. ვიღაცამ პრიდაპირ აიღო ჩვენი ფული და მოიპარა,ჩვენ კი ვიბარებდით მინისტრს იმისთვის,რომ გვესაუბრა, იქნებ,ისიც ჩართულია ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენი მხარში დგომა სჭირდება. ასეთი დიდი ფინანსური მაქინაცია, ბოლო 25 წელია ქვეყანაში არ განხორციელებულა,“- ამბობს კობერიძე.


მისი თქმით, ბიუჯეტიდან თანხა ჯერ მოიპარეს, შემდეგ კი კერძო კომპანიებზე გადანაწილდა. ის არამარტო ფინანსთა მინისტრის, არამედ შემოსავლების სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხსაც სვამს.


„ვინ არიან ის ადამიანები,რომლებმაც 100 მილიონთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება.  ეს არის ფაქტობრივად, ელიტური კორუფცია, ხელისუფლება დაახლოებულია გარკვეულ ჯგუფთან,რომელმაც ეს ოპერაცია გაანახორციელა და თანხა გაიტანა ბიუჯეტიდან. ისინი კანონზე მაღლა დგანან. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილნი არიან,“- აღნიშნავს  ლევან კობერიძე. მისივე განმარტებით,  ფრაქციაში საპარლამენტო ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და კრიტიკულ კითხვებზე პასუხს მოსთხოვენ ფინანსთა  მინისტრს.



„უნდა დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხიც. სად არის ეს გამქრალი ფული, რა ქონება დააყადაღეს, რას მაიმუნობებს, რას დაამსგავსეს ეს ქვეყანა. ასტრალში არიან გასულები, ვეღარც ხვდებიან,რასთან აქვთ საქმე. ის დავალიანება,რომელიც ტელევიზიებს აქვთ, ბიუჯეტიდან მოპარული თანხაა. ბიუჯეტის ფულით უხდიან  ტელევიზიები ჟურნალისტებს ხელფასს და ვიღაც ექსპერტებს,რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან აფილირებულნი. იგივეს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობაც,რომლებიც რუსთავი ორს საზოგადოების წინააღმდეგ და ხელისუფლების პროპაგანდისთვის იყენებდა. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, ტელევიზიების ლოიალობის ყიდვა ბიუჯეტის ხარჯზე.“ - აცხადებს ლევან კობერიძე.


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ოპოზიციციას მიმართავს:


„თუ გვინდა,რომ რეალური მსჯელობა გაიმართოს, მოვითხოვოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე. ფასი არ აქვს მის მიერ გამოგზავნილი სუბიექტების არცერთ სიტყვას. ფაქტია,რომ „ქართულ ოცნებას “მოლაპარაკებები არ უნდა, მას  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვადამდელი არჩევნები აწყობს.


„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების ზურგს უკან მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით, გარიგების პროცესში არიან შესული. კანონით მაქვს იმის უფლება,რომ მე როგორც პარლამენტარს, პოლიტიკოსს მივიღო ინფორმაცია და მე მაქვს ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან. ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, მათ ზურგს უკან რა ხდება,“- ამბობს ლევან კობერიძე.

 

მოამზადა ნათია კეკენაძემ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up