აკაკი ცომაია: „ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საფინანსო ინსტიტუტები იძულებულები გახდნენ, სესხები გაენულებინათ“

აკაკი ცომაია: „ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საფინანსო ინსტიტუტები იძულებულები გახდნენ, სესხები გაენულებინათ“

access_time2019-03-07 15:30:08

„სისტემა მოდის და გაძალებს ადამიანებს კონკრეტული სამსახური გაუწიო -  რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არაკანონიერი ქმედება, ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო, ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბანკებს პრობლემური სესხების განულება აიძულეს. ექსპერტი აცხადებს, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმდინარეობდა.


 „მამუკა ხაზარაძის განცხადება აბსოლუტურად რეალურად მეჩვენება იმიტომ, რომ ამას მარტო ხაზარაძე არ ამბობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ფონდ ქართუს“  სინამდვილეში არ გამოუქვეყნებია, რა დაუჯდა სესხების განულება. გადარიცხული თანხა არის ძალიან მცირე და უმნიშვნელო იმ საკრედიტო პორტფელისთვის, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს გააჩნიათ. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები აიძულა, რომ მათ ჩამოეწერათ ვალი მოსახლეობისათვის და შეგნებულად წასულიყვნენ ზარალზე იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს არჩევნები მოეგო. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეუთომ თავის დასკვნაში მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ადგილი ჰქონდა ხმების ყიდვას,“ - აცხადებს აკაკი ცომაია.


„კომერსანტთან“ თავის პოზიციას აფიქსირებს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათიაც, რომელიც აცხადებს, რომ სესხების განულების პროცესის გაუმჭვირვალედ დასრულება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.



 „კარგი იქნებოდა თუ სესხების განულების პროგრამა გამჭვირვალე იქნებოდა და საჯაროდ გამოიტანდნენ იმ ინფორმაციას, თუ როგორი პრობლემური სესხები განულდა,  ანუ როგორი შეფასება ჰქონდა ამ სესხებს, სანამ ჩამოაწერდნენ. ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, რაც აჩენს ეჭვს, რომ პროგრამა ხარვეზებით განხორციელდა. შესაძლებელია, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც სრული სიმართლე იყოს, იძულების ფაქტი კი ბიზნესში დაუშვებელია. როდესაც სახელმწიფო უხეშად და კანონის დარღვევით ერევა სუბიექტის ბიზეს-საქმიანობაში, ეს ცალსახად მიუღებელია,“  ამბობს მაკალათია.




ბაჩო ადამია





„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
access_time2020-09-25 09:55:07
„ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay...

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში ლიდერი შეიცვალა - იმედი L-მა პოზიციები დათმო

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში ლიდერი შეიცვალა - იმედი L-მა პოზიციები დათმო
access_time2020-09-25 11:00:21
2020 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 171,4 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 25,75 მლნ ლარით აღემატება (2019 წლის II კვარტალში 145.65 მლნ. ლარი იყო). ქართული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით 2020 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განსხვავებულია. „იმედი L“-მა რომელსაც გასულ წელს...


მსგავსი სიახლეები

up