ვინ აშენებს აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრს (ფოტო)

ვინ აშენებს აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრს (ფოტო)

access_time2018-11-14 11:00:00


 აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. კომერსანტის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ შენობა ტერასული სისტემის ორ და სამსართულიანი იქნება. 100 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს სამშენებლო ფართი 2001 კვადრატული მეტრია. მშენებლობის დამკვეთი  ოფიციალური დოკუმენტებით „შპს პოზიტივია“. არაოფიციალურად კი ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ სახელდება. 



 


დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „პოზიტივის“ დირექტორს და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორს მალხაზ ჯეირანაშვილს დაუკავშირდა. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მშენებლობის ზუსტი ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.

 

„რამდენიმე მილიონზე საუბარი, არანაკლებ სამი მილიონი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხარჯები გაიზარდოს, რადგან შეიძლება მონაწილეობა სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვილობაშიც მივიღოთ, ამიტომ ზუსტ თანხას ვერ გისახელებთ“, -განაცხადა მალხაზ ჯეირანაშვილმა.



 


ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო.  როგორც არქიტექტორი ამბობს, თუ ამინდმა პროცესს ხელი არ შეუშალა, მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდება.

 


„ამ მოკლე პერიოდში სამი სართული უკვე აშენებულია. ჩვენი გათვლებით, პროექტი მაისის ბოლოს უნდა დავასრულოთ. როგორც გვითხრეს, ზამთარში ტემპერატურა ეცემა, ამან შეიძლება გაართულოს მშენებლობის პროცესი“. 


 



მალხაზ ჯეირანაშვილის სახელს კიდევ ერთი გრანდიოზული მშენებლობა უკავშირდება - ის პანორამა თბილისის მთავარი არქიტექტორია. რაც შეეხება კომპანია “პოზიტივს“, სადაც ჯეირანაშვილს დირექტორის თანამდებობა უკავია, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გარი ხოსიტაშვილია. ჯეირანაშვილმა „კომერსანტთან“ შპს „პოზიტივზე“ და გარი ხოსიტაშვილზე საუბარი არ ისურვა. თუმცა, ხოსიტაშვილზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ linkedin ში მოვიძიეთ. როგორც ირკევა, შპს პოზიტივის დირექტორი წარსულში რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ კრიმინალისტად მუშაობდა.




აღსანიშნავია, რომ აბასთუმანის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დაბას პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა. დასასვენებლად ჩასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაკვირვება გამოთქვა კურორტი ასეთი გაპარტახებული რომ დახვდა და ადგილობრივებს მისი აღმშენებლობის პირობა მისცა.


როგორც მალხაზ ჯეირანაშვილმა კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, მართალია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დამკვეთი  „შპს პოზიტივია“, მაგრამ პროექტს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ აფინანსებს. 



რა ფრმით არის ჩართული ფონდი ქართუ საავადმყოფოს მშენებლობის დაფინანსებაში, არქიტექტორი არ აკონკრეტებს. ამიტომ დეტალების გარკვევა კომერსანტმაც სცადა, თუმცა ფონდ ქართუსთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ქალაქის ნომერზე, რომელიც ოფიციალურად არის საიტზე მითითებული არავინ პასუხობს. 



არაოფიციალურად, ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის სახელს მხოლოდ ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა არ უკავშირდება. თანაინვესტირების ფონდი უახლოეს მომავალში დაბაში სასტუმროს ააშენებს.


  მალხაზ ჯეირანაშვილმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ფონდ ქართუ“-ს აბასთუმანში დაწყებული აქვს მუშაობა წყლის სისტემის მშენებლობაზეც, რაზეც რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი. 


როგორც ცნობილია, აბასთუმანში უკვე დაწყებულია განადგურების პირას მისული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.

 

 

 ავტორი: ბაჩო ადამია




აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-12-04 18:05:53
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა....


მსგავსი სიახლეები

up