ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - „ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი“

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - „ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი“

access_time2018-09-19 12:00:00

„ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  მშენებლობისთვის აქტიური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე,  ფუნდამენტის ჩასხმა მიმდინარეობს“,- ეს ინფორმაცია მედიაში 2016 წლის ივნისში გავრცელდა. თუმცა, კომერსანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზენტაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც არსებულ ტერიტორიაზე არსებითად არაფერი შეცვლილა.  აქედან გამომდინარე, შევეცადეთ გაგვერკვია რა ეტაპზეა ახლა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა.


ამისთვის დავუკავშირდით ქუთაისის მერის პრესამსახურს, ორი დღის განმავლობაში ქუთაისის მერიისგან  უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ. მეტიც, კითხვების გადაგზავნის შემდეგ, პრესსამსახურის უფროსი აღარც ჩვენს ზარებს პასუხობდა და აღარც ესემეს შეტყობინებებს. კომერსანტმა კითხევბი ფონდი ქართუს პრესამსახურსაც გადუგზავნა თუმცა, პასუხი არც ქართუსგან მიგვიღია. საეჭვო მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიღებას შევეცადეთ უკვე ყოფილი განათლების მინისტრის მოადგილისგანაც, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის რექტორია მაგრამ, კომერსანტის ზარებს არც თეიმურაზე მურღულიამ უპასუხა.


არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის მომავალს ოპოზიციური პარტიები ეჭვის თვალით უყურებენ. თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ამბობს, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარი ყოველთვის არჩევნების წინ აქტიურდება:

 

„გუშინ წინ გავიარე მიმდებარე ტერიტორიაზე და ვერ შევამჩინე, რომ იქ მშენებლობა მიდიოდა. ადგილზე ტექნიკა დგას მაგრამ ამ ტექნიკას მუშა უნდა. ეს ყველაფერი წინა საარჩევნო ტრიუკია. თვითონ ფაქტები ამობებნ იმას, რომე ეს არის იაფასიანი ტყუილი  და კიდევ თუ შეჭამენ ქუთაისელები ამას, შეარგოთ ღმერთმა. ვთვლი, რომ ტექნოლოგიური უნივერისტეტის აშენება საღორიის ტყეში უფრო მეტ ცუდს მოუტავნს ქლაქს, ვიდრე კარგს. ქუთაისისთვის თუ უნდად სიკეთე და თუ უნდათ აქციონ საუნივერისტეტიო ქალაქად, კეთილი ინებონ და არსებული უნივერსიტეტებს დაახარჯონ თანხა“,- აცხადებს გოგი წულაია.

 


ქუთაისის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, რა თანხაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტისთვის გამოყოფილი. ირკევევა, რომ სახელმწიფო არარსებულ უნივერსიტეტში მილიონობით ლარს ხარჯავს. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, არარსებულ უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი, მრჩეველი, ბუღალტერი და ა.შ.

 

„ტრადიციულად ყველა არჩევნების წინ 2 ტრაქტორს მიიყვანენ და საჩვენებლად დააგრუხუნებენ , არჩევნების შემდეგ კი ეს სამშუშაოები წყდება. ადგილზე ჭაობი და ბაყაყები. დღეს, სამწუხაროდ, ამ ბაყაყებს ჰყავს რექტორი რომლის შენახვაზეც ბიუჯეტიდან ოფიციალურად მილიონ ასთვრამეტი ლარია გამოყოფილი. გაურკვევლია რაში ხარჯავენ და რისითვის ღებულობენ ამ ხელფასებს, როდესაც ადგილზე არაფერი არსებობს. სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ ქუთაისს 60 000 სდუტენი მიაწყდებოდა, ეს არის მორიგი ტყუილი, რადგან შეუძლებელია საქართველში არსებული სტუდენტების ნახევარმა ქუთაისში ისწავლოს“,- აცხადებს გიგა შუშანია.

 

60 000 სტუდენტზე გათვლილი, მსოფლიოში მასშტაბით მე-5 საუნივერსიტეტო ქალაქი, 140 ჰექტარზე, ქუთაისთან ახლოს უნდა აშენდეს. პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა. ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა პარტია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.


2017 წლიდან დღემდე, ხელისუფლებისა და „ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიურ სასწავლებელში მშენებლობის დასრულებისა და სწავლის დაწყების თარიღად 2019 წელის სექტემბერს ასახელებენ.


ბაჩო ადამია

 





რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up